ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ისრაელში გადაღებული ფილმები ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე ოთხჯერ იყო წარდგენილი; ბერლინის, კანის, ვენეციისა და სხვა კინოფესტივალების პირველობა კი არაერთხელ მოუპოვებია. გასულ დეკემბერში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 2012 წლის ფილმი "ჰაიუტა და ბერლი" იქნა ნაჩვენები.
ისრაელის კინოს დღეების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ, იხილოთ:
3 აპრილი, 15:30 ავივა, ჩემო სიყვარულო! (2006);
3 აპრილი 18:000 ხუთი საათი პარიზამდე (2009);
4 აპრილი 15:30 სამყაროს აღსასრულს მარცხნივ გაუხვიე (2004);
4 აპრილი 18:00 ორ (ოქროს გოგო) (2004);
5 აპრილი 15:30 გამარჯობა, მუსიე შლომი! (2003);
5 აპრილი 18:00 ... და შენ შეირთავ ცოლს (2004).