ისრაელი ტაილანდში ორი ტერორისტის განაჩენს მიესალმა

ისრაელი ტაილანდში ორი ტერორისტის განაჩენს მიესალმა

  •    
    ისრაელი ტაილანდში ორი ირანელი ტერორისტისთვის გამოტანილ სასამართლო განაჩენს მიესალმა. საეიდ მორადისა და მოჰამედ ხარზეის, რომლებსაც 2012 წლის თებერვალში ბანკოკში ისრაელელებზე თავდასხმის მცდელობაში ედებოდათ ბრალი, სამუდამო პატიმრობა და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა (შესაბამისად) მიესაჯათ.
     
    ტერორისტული აქტის ეს მცდელობა ირანის მიერ ისრაელისა და დასავლური ქვეყნების წინააღმდეგ შემუშავებული მორიგი გეგმა იყო. ეს მტკიცდება იმ ფაქტითაც, რომ 2012 წელს პრაქტიკულად პარალელურად განხორციელებული შეტევების დროს ბანკოკში, ნიუ დელისა და თბილისში ერთი და იგივე ასაფეთქებელი იყო გამოყენებული. ჩამოთვლილიდან ბოლო ორ შემთხვევაში ბომბი ისრაელის დიპლომატიური კორპუსის თანამშრომელთა მანქანებზე მაგნიტის მეშვეობით იყო დამონტაჟებული.
     
    ისრაელი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, თანმიმდევრულად განაგრძოს ტერორიზმთან ბრძოლა მის ხელთ არსებული ნებისმიერი კანონიერი ხერხით, რათა სამართალში მიეცეს ყველა ის ადამიანი, რომელიც ტერორისტულ საქმიანობაშია ჩართული.
  •  
     
  •