ნეთანიაჰუ ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმა

ნეთანიაჰუ ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმა

  •   ევროკავშირმა "ჰეზბოლა" ტერორისტული ორგანიზაციების ნუსხაში შეტანა
  •    
    ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას "ჰიზბოლას" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეტანის შესახებ.
  • icon_zoom.png
    PM Netanyahu PM Netanyahu : GPO
    ისრაელის პრემიერ მინისტრი  ნეთანიაჰუ (Photo: GPO)
     
     
    "მივესალმები ევროკავშირის განცხადებას "ჰიზბოლას" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეტანის თაობაზე და ამ გადაწყვეტილებისთვის ყველა წევრი ქვეყნის ლიდერს მადლობას ვუხდი.
     
    ბოლო წლებში ისრაელის სახელმწიფო ძალებს არ იშურებდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აეხსნა, რომ "ჰიზბოლა" ირანული რეჟიმის ტერორისტული მარჯვენა ხელია და მთელს მსოფლიოში თავდასხმებს ახორციელებს. წლებია, ორგანიზაცია მრავალი ქვეყნის უდანაშაულო მოქალაქეებს უტევს. არცთუ დიდი ხნის წინ განხორციელდა ათობით თავდასხმა აზიაში, აფრიკაში, ამერიკასა და ევროპაში, მათ შორის იყო სისხლისღვრა ბულგარეთსა და კვიპროსში.
     
    ამავდროულად, ტერორისტული ორგანიზანიზაციის ათასობით წარმომადგენელი ყოველდღიურად სჩადის ომის დანაშაულს სირიაში და ასადის ძალების გვერდით იბრძვის. ამ დროისათვის მათ 100 000 უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ დახოცილი.
     
    ისრაელის სახელმწიფოსთვის "ჰიზბოლა" უაღრესად საშიში ორგანიზაციაა. მათ დაამყარეს ტერორისტული რეჟიმი ლიბანის დიდ ნაწილში, ისინი ირანის პროტექტორატად და ათიათასობით ჭურვის შესანახ ადგილად აქციეს. ამ ჭურვებს მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებში ინახავენ და ისრაელის ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებას აპირებენ.
     
    იმედი მაქვს, ევრიკავშირის გადაწყვეტილება ორგანიზაციის საწინააღმდეგო ხელშესახებ ნაბიჯებში აისახება"

     
  •