ისრაელი ცეცხლის ქვეშ – ნოემბერი, 2012(განახლებული)
-
10 ნოემბრის შემდეგ ისრაელის მიმართულებით 1000–ზე მეტი ჭურვი იქნა გამოსროლილი
-
11/19/2012
GovXShortDescription
ფოტოები:
განგაშის ხმაზე კირიათ მალახელი ბავშვები თავშესაფრისკენ გარბიან
სარაკეტო შეტევის შედეგები - აშდოდი, 17 ნოემბერი
სარაკეტო შეტევის შედეგები - აშკელონი, 18 ნოემბერი
10 ნოემბრის შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1300–ზე მეტი ჭურვი იქნა გამოსროლილი, მათ შორის, 1 100–ზე მეტი ბომბი "თავდაცვის სვეტის" (14 ნოემბერი) დაწყების შემდეგ აფეთქდა. შეტევის მსხვერპლთა შეტევის სამიზნე უმთავრესად, ქვეყნის სამხრეთი ქალაქებია. ერთ–ერთი ასეთი ქალაქის, კირიათ მალახის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
20 ნოემბერი:
- სამშაბათს, დილით კერემ შალომის გამშვები პუნქტი გაიხსნა, რათა ჰუმანიტარული ახმარებით დატვირთული 120 სატვირთო მანქანა გაეტარებინა. თუმცა, ღაზას სექტორიდან მისი დაბომბვის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალები იძულებულნი გახდნენ, გამშვები პუნქტი ისევ დაეკეტათ. დაბომბვამდე ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ 24–მა მანქანამ მოახერხა.
- აშკელონის დაწყებითი სკოლის წინ გრადის ტიპის ჭურვი აფეთქდა (19 ნოემბერი)– შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ღაზას სექტორიდან 40 კილომეტრის რადიუსში ყველა სკოლა დაკეტილია. არ მუშაობს არც ბენ–გურიონის უნივერსიტეტი ნეგევში, სადაც 15,000 სტუდენტი ცხოვრობს.
http://www.israelunderfire.gov.il/
მსხვერპლი ისრაელის მხარეს:
5 გარდაცვლილი (4 მშვიდობიანი მოქალაქე, 1 ჯარისკაცი); დაზარალებულები: 7 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 7 ადამიანს საშუალო დაზიანება აქვს მიღებული, 204 კი მსუბუქადაა დაჭრილი.
-
-
Israel under fire - Nov 2012
: IDF Spokesperson
|
(Photos: IDF Spokesperson)
GovXContentSection
* * *
პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ (18 ნოემბერი): "დღეს მსოფლიოს ლიდერებთან საუბარს გავაგრძელებ. ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ისინი გაგებით ეკიდებიან ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას. სახელმწიფო მეთაურებთან მოლაპარაკებებისას მუდამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ისრაელი მაქსიმალურად ცდილობს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი თავიდან აიცილოს მაშინ, როდესაც ჰამასი და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები სწორედ მშვიდობიან მოსახლეობას უმიზნებენ".
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა (18 ნოემბერი): "უნდა გავიგოთ, რამ გამოიწვია მოვლენების ასეთი განვითარება.გახშირებულმა და მზარდმა დაბომბვებმა და უნდა აღინიშნოს, რომ იბომბებოდა ისრაელის ტერიტორია, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბომბები ცვიოდა დასახლებულ არეალში. დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის მიმართულებით გამოშვებულ ჭურვებზე რეაგირებას არ მოახდენს. სწორედ ამიტომ, სრულად ვემხრობით ისრაელის თავდაცვის უფლებას".
Source: IDF
ისრაელელები თავშესაფრისკენ გარბიან კირიათ მალახში, სადაც საცხოვრებელ სახლზე დაცემულმა ჭურვმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა (ფოტო: "როიტერზი")
ბერშევაში ჭურვით აფეთქებული მანქანის ნარჩენები (ფოტო: ისრაელის სამხედრო ძალების სპიკერი)
ისრაელელები სამხრეთული ქალაქის, ნეტივოთის თავშესაფარში დასაძინებლად ემზადებიან (ფოტო: "როიტერზი")
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-