"მიმაჩნია, რომ ახლა დიპლომატიური პროცესის განახლებას ისრაელის სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი, ჩვენსა და პალესტინელებს შორის არსებულ კონფლიქტს წერტილი უნდა დაესვას, ამას გარდა, აღსანიშნავია ჩვენს წინაშე არსებული ის სტრატეგიული საფრთხეებიც, რომლებიც ირანსა და სირიიდან მოდის.
დიპლომატიური პროცესის განახლებით ჩვენ ორ მიზანს ვისახავთ: ხმელთაშუა ზღვისა და იორდანეს მდინარის სანაპიროებს შორის ებრაული სახელმწიფოს არსებობისთვის სახიფათო ბინაციონალური ქვეყნის ჩამოყალიბებისთვის ხელის შეშლასა და ირანიდან დაფინანსებული, ტერორისტული ქვეყნის შექმნის თავიდან აცილებას, რაც ჩვენთვის არანაკლებ საშიშია.
მადლობას ვუხდი აშშ–ის სახელმწიფო მდივანს, ბატონ ჯონ ქერის იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან პროცესის განახლებისთვის არ დაიშურა. იმედია, მოლაპარაკებები სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით წარიმართება.
მე, როგორც ისრაელის პრემიერ მინისტრი, ერთგულად ვემსახურები ისრაელის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ისრაელის სახელმწიფოს თავდაცვას ისევე, როგორც მის სასიცოცხლო ინტერესებს".