Israel mourns former PM Ariel Sharon

ისრაელი არიელ შარონს ემშვიდობება

  •    
    2006 წელს მიღებული ინსულტის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი ყოფილი პრემიერ მინისტრი არიელ შარონი 2014 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა.
    ​​
  • icon_zoom.png
    Ariel Sharon, 1928-2014 Ariel Sharon, 1928-2014 : GPO
     
     
     
    პრეზიდენტი შიმონ პერესი:
    "ჩემი ძვირფასი მეგობარი არიკ შარონი დღეს უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა. არიკი გაბედული მეომარი და მამაცი ლიდერი იყო, რომელსაც უყვარდა თავისი ერი და ხალხიც სიყვარულით პასუხობდა. ის ისრაელის ერთერთი უდიდესი დამცველი და ქვეყნის აღორძინებაში დიდი როლი მიუძღვის. იგი უშიშარი იყო და ნამდვილად არ ეშინოდა წინ გახედვის. მას რთული გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება შეეძლო. ჩვენ ყველას გვიყვარდა იგი და აუცილებლად დაგვაკლდება. ვუსამძიმრებ არიკ შარონის ოჯახს. უფალმა გაანათლოს მისი სული".
    ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ:
    "ისრაელის სახელმწიფო ქედს იხრის ყოფილი პრემიერ მინისტრის, არიელ შარონის წინაშე. შარონმა მთავარი როლი შეასრულა უსაფრთხოებისათვის ბრძოლაში ისრაელის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მრავალი წლის განმავლობაში.  უპირველეს ყოვლისა, იგი გაბედული მეომარი და გამორჩეული გენერალი იყო, რომელიც ისრაელის თავდაცვის ჯარების საუკეთესო მეთაურთა შორის დამსახურებულად იკავებს ადგილს. მცირე ასაკიდან იგი ბრძოლის ველზე ისრაელის ხალხს ემსახურებოდადამოუკიდებლობისთვის ომში ჯარისკაცად, 1956 წლის ექვსდღიან ომსა და სუეცის არხის და განსჯის დღის ომებში კიმეთაურად. მან შექმნა "დანაყოფი 101", რითაც ტერორიზმთან ბრძოლის ინიციატივა აიღო და ისრაელის სახელმწიფოს სტრატეგიული პრინციპი ჩამოაყალიბა. ჯარის დატოვების შემდეგაც ისრაელის კეთილდღეობაზე ზრუნავდა და არერთსახელმწიფო თანამდებობაზე დანიშნულა, მათ შორის, იგი ისრაელის მეთერთმეტე პრემიერ მინისტრი გახდა. მის ხსოვნას ისრაელის ერი ყოველთვის გულით ატარებს".
    ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი:
    "არიელ შარონი ისრაელის სახელმწიფოს შექმნის დღიდან ბოლო მომენტამდე ემსახურებოდა. მას მონაწილეობა მიუღია უმნიშვნელოვანეს მოვლენებში, რომლებმაც ქვეყნის ხასიათი ჩამოაყალიბა. შარონი, უპირველეს ყოვლისა, გამორჩეული მეთაური იყო, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლებში გამარჯვება მოგვიტანა, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სუეცის არხისა და განსჯის დღის ომებია".
     
  • Ariel Sharon - From soldier to statesman

  •  
    Ariel Sharon - From soldier to statesman
     Photos: GPO



  • Ariel Sharon to be laid to rest

  •  
    On Sunday, 12 January 2014, Ariel Sharon's coffin will be brought to the Knesset for the public to pay its respects.

    President Peres lays a wreath at the coffin of Ariel Sharon
    პრეზიდენტი პერესი არიელ შარონის კუბოსთან გვრგვინს დგამს
    ფოტო: GPO/ამოს ბენ გერშონი
     
  • World leaders on Ariel Sharon: Excerpts