ისრაელი ირანის საცდელი ჭურვების ტესტებს გმობს

ისრაელი ირანის ჭურვების ტესტებს გმობს

  •    
    ისრაელი ირანის მხრიდან ბალისტიკური ჭურვების სატესტო გაშვებას გმობს. ამ ჭურვების მოქმედების არეალი ისრაელის ტერიტორიას და ახლო აღმოსავლეთის დიდ ნაწილს მოიცავს, ანუ რეგიონს, სადაც ამჟამად სისხლიანი კონფლიქტი მიმდინარეობს ა მის შედეგად, უამრავი ადამიანი თავშესაფარს ეძებს რეგიონის სხვადასხვა ქვეყანასა თუ ევროპაში. ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანის ჭურვების დაფარვის არეალი ისრაელის მთელ ტერიტორიას მოიცავს.
  •  
     
    ბალისტიკური ჭურვების სატესტო გაშვება გაეროს უსაფრთოების საბჭოს 2231–ე რეზოლუციას ეწინააღმდეგება, რომელიც ირანსა და მსოფლიოს უმსხვილეს ქვეყნებს შორის არის გაფორმებული. რეზოლუციის თანახმად, ირანს არ აქვს უფლება, გაისროლოს ჭურვები, რომლებსაც ატომური ბომბის გადატანა შეუძლია – ამ კვირას კი სწორედ ასეთი ჭურვები იქნა გაშვებული.  ს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ირანი ატომური შეთანხმების პირობების შესრულებას არ ფიქრობს და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნების გვერდის ავლას ცდილობს.

    ისრაელი საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისა და იმ ქმედების დაგმობისკენ მოუწოდებს, რომელიც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის უხეში დარღვევაა. ირანის ბალისტიკური ჭურვების პროგრამა უნდა შეწყდეს.​