ისრაელი დამოუკიდებლობის 66–ე იუბილეს აღნიშნავს

ისრაელი დამოუკიდებლობის 66–ე იუბილეს აღნიშნავს

  •    

     
     
    1948 წლის 14 მაისს ისრაელი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ოფიციალურად გამოცხადდა, რითაც ებრაელ ერს 2000 წლიანი პაუზის შემდეგ სამშობლო დაუბრუნდა.
    ისრაელის დამოუკიდებლობის დღე ყოველწლიურად, ებრაული კალენდრით 5 იარს აღინიშნება, წინა დღე კი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირების ხსენებისადმია მიძღვნილი.
     
     
     
    ებრაელმა ხალხმა ისრაელის სახელწიფოს ამჟამინდელ მიწაზე დასახლება და განვითარება დაახლოებით, 4 ათასი წლის წინ დაიწყო. განდევნის შემდეგ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ებრაელი ხალხის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მიზანი სამშობლოში დაბრუნება იყო. სიონისტური მოძაობის დამაარსებელმა თეოდორ ჰერცლმა კი ებრაული სახელმწიფოს ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საერთაშორისო ყურადღების გამახვილება მოახერხა.
    დამოუკიდებლობის დაბრუნების დღიდან ისრაელი რამდენიმე მილიონი ადამიანის სამშობლოა და მოსახლეობის რიცხვი დღითიდღე იზრდება. ისრაელი სამი უდიდესი რელიგიის კერაა, სადაც ყოველი მთაგანი დემოკრატიული უფლებების სრული გარანტიით ცხოვრობს.
     
  • icon_zoom.png
    Independence Day Independence Day