ისრაელი "იუნისეფის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

ისრაელი "იუნისეფის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

  •    
    2013 წლის 1 იანვარიდან ისრაელი "იუნისეფის" (გაეროს ბავშვთა ფონდის) დირექტორთა საბჭოს წევრის მოვალეობებს ასრულებს, რაც ორმოცწლიანი პაუზის შემდეგ "იუნისეფის" ისტორიაში ისრაელისთვის მესამე შემთხვევაა.
  •  
     
    "იუნისეფი" (UNICEF) ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომლის მიზანი მთელს მსოფლიოში მცხოვრები ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ფონდი 200–ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და ბავშვებს სუფთა სასმელი წყლით, სწორი კვებით, განათლებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში სამედიცინო მომსახურებითა და სხვა დახმარებით უზრუნველყოფს.
     
    ორგანიზაცია 1946 წელს ჰოლოკოსტს გადარჩენილი პოლონელი ებრაელის, პედიატრი ლუდვიგ რაიხმანის მიერ შეიქმნა. დოქტორი რაიხმანის პროექტის მიზანი თავიდან ნაციზმის შედეგად დაზარალებული ებრაელი ბავშვების დახმარება იყო, თუმცა მოგვიანებით საერთაშორისო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და მსოფლიო მასშტაბები მიიღო.
     "იუნისეფისა" და ისრაელის ურთიერთობა 1948 წელს დაიწყო, როდესაც ორგანიზაცია ახლადჩამოყალიბებული ებრაული სახელმწიფოს თხოვნას გამოეხმაურა და ისრაელში დედებისა და ბავშვების სამკურნალოდ საკვები, საბნები, წამლები და სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა.
     1951 და 1959 წლებში ისრაელი "იუნისეფის" დირექტორთა საბჭოს მუშაობაში "განვითარებადი ქვეყნის" სტატუსით იყო ჩართული, 1955 წელს კი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა.  ამ მოვალეობებს ვაშინგტონში ისრაელის მაშინდელი ელჩისა და გაეროში ისრაელის დელეგაციის წევრის მეუღლე, ზინა ჰერმანი ასრულებდა. ქალბატონი ჰერმანი "იუნისეფის" დირექტორთა საბჭოში ისრაელს 1963–65 წლებში წარმოადგენდა, რისთვისაც ნობელის პრემიაც მიიღო. 1969 წელს მისი ინიციატივით ისრაელში "იუნისეფის" ფონდი შეიქმნა, რომლის მიზანი ისრაელში განათლების დონის ამაღლება და საერთაშორისო სტრუქტურისთვის ფინანსების მოზიდვა იყო. ორგანიზაციის დახმარების მსურველი ქვეყნიდან ისრაელი "იუნისეფისთვის" "დონორ–სახელმწიფოდ" იქცა.
    არსებობის განმავლობაში "იუნისეფის" ისრაელში არსებულმა ფონდმა, რომლის შტაბბინა თელ ავივში მდებარეობს, რამდენიმე მილიონი შეკელის მობილიზება მოახერხა, რომელიც ამ ორგანიზაციის გლობალური პროექტების განხორციელებას მოხმარდა. ისრაელის სახელმქიფო აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაციასთან და მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ბავშვების დასახმარებლად გამიზნულ ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.
    "იუნისეფის" დირექტორთა საბჭოს წევრობას ისრაელი ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. ისრაელელი დიპლომატები მზად არიან, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ პრესტიჟული ჰუმანიტარული ორგანიზაციის სტრატეგიულ და ადმინისტრაციულ საქმიანობაში.
     
  •