ნეთანიაჰუ კონგრესის გადაწყვეტილებას მიესალმა

ნეთანიაჰუ კონგრესის გადაწყვეტილებას მიესალმა

  •    

    ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება (400 ხმა 20–ის წინააღმდეგ), გაამკაცროს სანქციები ირანის საწვავის სექტორის საწინააღმდეგოდ.

    პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ ამ ნაბიჯს მიესალმა და აღნიშნა:
  • icon_zoom.png
    Prime Minister of Israel, Netanyahu Prime Minister of Israel, Netanyahu : Government Press Office
     
     
    ​​"ირანში არჩევნების შემდეგ წარმომადგენლობითმა პალატამ ირანის რეჟიმს ცალსახა მესიჯი გაუგზავნა და განაცხადა, რომ საერთაშორისო წნეხი მანამ გაიზრდება, სანამ ირანი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ატომური შეიარაღებისათვის მუშაობას არ შეწყვეტს. ჩვენ ირანზე მხოლოდ მისი ქმედებებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ".