ისრაელის ელჩის მისალოცი სიტყვა
-
-
9/11/2012
GovXShortDescription
ძვირფასო მეგობრებო,
ერთ–ერთი უძველესი თემის, ქართველი ებრაელების ისტორია 26 საუკუნეს ითვლის და იგი საქართველოს ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.
ქართველი ერო მუდამ ტოლერანტობით გამოირჩეოდა და ებრაულ თემს თავისუფლად, უშიშრად შეეძლო ცხოვრება, რადგან არავინ შეიძულებდა ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ებრაელი იყო.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში უამრავმა ქართველმა ებრაელმა ისრაელში წასვლა გადაწყვიტა, სადაც საზოგადოების განუყოფელ ნაწილად იქცა – მათ პოლიტიკასა თუ ხელოვნებაში, მეცნიერებასა თუ ბიზნესში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრეს.
წლეულს ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ამ თარიღს კულტურული ღონისძიებებით აღვნიშნავთ, რომლებიც თბილისში სექტემბერში და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გაიმართება.
მალე ებრაული დღესასწაულები, როშ ჰაშანა (ახალი წელი), იომ ქიფური და სუქოთი მოგვიკაკუნებს კარზე. მე და ჩემი ოჯახი საქართველოში პირველ ახალ წელს ვხვდებით – ეს ახალი დასაწყისი, დიდი გამოწვევა და უდიდესი პატივია ჩვენთვის.
თითოეულ ადამიანს, ყველა ოჯახს და სრულიად თემს გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს და მშვიდობიან, ჯანმრთელ, ბედნიერ წელიწადს გისურვებთ! შანა ტოვა!
პატივისცემით,
იუვალ ფუქსი
ისრაელის ელჩი საქართველოში
-
-
Ambassador of Israel to Georgia
|
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-