ისრაელის პრეზიდენტის მილოცვა

ისრაელის პრეზიდენტის მილოცვა ებრაული თემისადმი

  •   ისრაელის პრეზიდენტის მილოცვა ებრაული თემისადმი ისრაელის დამოუკიდებლობის 65–ე იუბილესთან დაკავშირებით
  •    
    ძვირფასო მეგობრებო,
     
    ჩემთვის დიდი პატივია, ისრაელის დამოუკიდებლობის 65–ე იუბილესთან დაკავშირებულ სიხარულს თქვენთან ვიზიარებდე. ეს ბედნიერების დღეა; ეს არის დღე, რომელიც გვეამაყება  მთელს ქვეყანასა და ხალხს ისევე, როგორც ისრაელის საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენი დიდი ოჯახის წარმომადგენლებს.
     
    ამ დღეს პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ ადამიანს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ერის დაცვას და რომლების მიმართაც მარადიულ პატივისცემას ვგრძნობთ. სრულიად ერი და თითოეული ჩვენგანი დაღუპულთა წინაშე ვალდებულნი ვართ, თავისუფლებისა და მშვიდობისათვის ღირებულებები თავდაუზოგავად დავიცვათ. ჩვენი ვალია, არა მხოლოდ გვახსოვდეს, არამედ ვიმოქმედოთ კიდეც. მშვიდობის რეალური შესაძლებლობა არსებობს. ამ შესაძლებლობის ნათელი მაგალითია ახლახან ჩატარებული არჩევნები, პრეზიდენტი ობამას ვიზიტი ისრაელში და ჩვენს რეგიონში განვითარებული ცვლილებები. ახლა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და ახალი თაობებისთვის ახალი რეალობა შევქმნათ. ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
     
    ეს ადვილი ამოცანა არაა. მას თავშეკავება და სიმამაცე სჭირდება, ცვლილებებისთვის მთელს მსოფლიოში მცხოვრები ჩვენი პარტნიორები უნდა გაერთიანდნენ. მეგობრებო, მემკვიდრეობა გვასწავლის, რომ სამართლიანობისა და მშვიდობის დაცვა უკეთესი მსოფლიოს შექმნისთვის აუცილებელი პირობაა – თიკუნ ოლამ! ერთად ნათელ მომავალს შევქმნით და ახალ თაობას ღირსეულ მემკვიდრეობას დავუტოვებთ, რომელიც თანამშრომლობისა და ურთიერთპასუხისმგებლობის ებრაულ ღირებულებაზე იქნება დაფუძნებული.
     
     
    חג עצמאות שמח!
     
    შიმონ პერესი
  •  
     
  •