საგარეო საქმეთა სამინისტრო და იერუსალიმისა და დიასპორის საკითხების სამინისტრო 28–30 მაისს გამართავენ კონფერენციას სახელწოდებით "ანტისემიტიზმთან ბრძოლის გლობალური ფორუმი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინი და იერუსალიმისა და დიასპორის საკითხების მინისტრი ნაფტალი ბენეტი უმასპინძლებენ.
კონფერენცია იერუსალიმის სასტუმრო რამადაში ჩატარდება. ფორუმში მონაწილეობა ხდება მხოლოდ მიწვევით, რეგისტრაცია დახურულია.
მონაწილეები 10 ჯგუფად იქნებიან დაყოფილნი და შემდეგ თემებს განიხილავენ:
1. ანტისემიტიზმი მუსულმანურ და არაბულ სამყაროში;
2. ანტისემიტიზმი ლათინურ ამერიკაში;
3. ანტისემიტიზმი ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში;
4. ანტისემიტიზმი ევროკავშირსა და დასავლეთ ევროპის რეგიონში;
5. ანტისემიტიზმი დელეგიტიმიზაციისა და ანტი–სიონიზმის ნიღბით;
6. ანტისემიტიზმი ინტერნეტსა და მედიაში;
7. კანონი, კანონმდებლობა და კანონდამცავი სტრუქტურები ანტისემიტიზმთან ბრძოლის საქმეში;
8. სარწმუნოებათაშორისი დიალოგი – ანტისემიტიზმის შემცირების იარაღი;
9. დიასპორაში მცხოვრები ებრაელების ტრადიციების შენარჩუნება (ქაშრუთის დაცვა, წინადაცვეთა და ა.შ.)
10. ანტისემიტიზმი სტუდენტთა საცხოვრებლებში და ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის სწავლება.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ საიტს.