საქართველოს პრემიერ მინისტრი ისრაელში ვიზიტზე

საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი ისრაელში

  •    
    საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: "ქართველ და ებრაელ ხალხს 2600 წლიანი კავშირი აქვთ, რომელიც პირველი ტაძრის განადგურების შემდეგ საქართველოში ებრაელების შემოსვლით იწყება"
  • icon_zoom.png
    FM Liberman with Georgian PM Irakli Garibanshvili FM Liberman with Georgian PM Irakli Garibanshvili : Office of the Prime Minister, Georgia
     
     
     
    ირაკლი ღარიბაშვილისა და ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვედრის დასრულების შემდგომ გაიმართა საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია. ქართული მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ხოლო ისრაელის მხრიდან - ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა.
    ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრემიერ- მინისტრის ვიზიტის პარალელურად, ისრაელში გაიმართა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თავმჯდომარეობით. კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკური პროფილის სამინისტროებისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შემდეგი სხდომა მომავალ წელს საქართველოში გაიმართება. 
     წყარი: საქართველოს პრემიერ მინისტრის პრეს სამსახური
     
     

    PM Netanyahu with Georgian Prime Minister Irakli Garibanshvili 
     პრემიერი ნეთანიაჰუ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. წყარო: GPO

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთეს.
    ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან საუბარი შეეხება
    ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებს.
    “ დღეს ჩატარდა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ორ დოკუმენტს: თანამშრომლობის მემორანდუმსა და კომისიის სხდომის შედეგების ოქმს. კომისიის მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა.ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ხელსაყრელი საფუძველი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებებს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ.” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
    დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის კოლეგას მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა, თავის მხრივ პრემიერის ვიზიტის შესახებ კმაყოფილება გამოხატა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.

     



    President შიმონ პერესი საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად (ფოტო: GPO) 

    28 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს შეხვდა.

    შეხვედრის დასაწყისს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო.
    შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და დააფიქსირეს მზადყოფა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებულ დიდ მეგობრობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
    შეხვედრაზე შიმონ პერესმა გამოთქვა კმაყოფილება საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მიმდინარეობის შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული კომისია იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბილი საქართველო-ისრაელის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.​