"ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა,
საქართველო, მოლდოვა და ალბანეთი, ყოველთვის მხარში უდგანან ისრაელს. საერთაშორისო
ბირთვული ენერგიის სააგენტოს მიერ ჩატარებულ ბოლო კენჭისყრაზე ამ სახელმწიფოებმა
ისრაელის მსგავსად, არაბული ლიგის რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა და მის უარყოფაში
დაგვეხმარნენ".
14 იანვარს ისრაელის საგარეო საქმეთა
მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი იერუსალიმში ევრაზიის ქვეყნებში წარგზავნილ ელჩებს
შეხვდა.
"ძალები არ უნდა დავზოგოთ ევრაზიის
ქვეყნებთან ურთიერთობის გასამყარებლად. ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო,
მოლდოვა და ალბანეთი, ყოველთვის მხარში უდგანან ისრაელს. საერთაშორისო ბირთვული
ენერგიის სააგენტოს მიერ ჩატარებულ ბოლო კენჭისყრაზე ამ სახელმწიფოებმა ისრაელის
მსგავსად, არაბული ლიგის რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა და მის უარყოფაში
დაგვეხმარნენ. ეკონომიკურ ჭრილშიც, უდავოა, რომ ევრაზიულ ქვეყნებთან კავშირის
გამყარება უაღრესად სასარგებლო იქნება".
პარიზში ქაშერულ მაღაზიაზე
თავდასხმაზე საუბრისას მინისტრმა ლიბერმანმა აღნიშნა, რომ ვერსად გავექცევით
ფაქტს, რომ ზემოხსენებულ მაღაზია ებრაელს ეკუთვნოდა, მძევლები და მსხვერპლნიც
ებრაელები იყვნენ და სწორედ მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო დაზარალდნენ.
"საფრანგეთშიც და მთელს
მსოფლიოშიც უმთავრესად სიტყვის თავისუფლებაზე, ექსტრემიზმსა და ისლამოფობიაზე საუბრობდნენ
და არა – ანტისემიტიზმზე. უნდა შევწყვიტოთ გამუდმებით პოლიტკორექტულობაზე ფიქრი და
ვთქვათ სიმართლე. ჩვენ ებრაელების ზიზღის მომსწრენი ვართ და ანტისემიტიზმის უმთავრესი
წამქეზებელი რადიკალური ისლამია".