ღაზას დემილიტარიზაცია მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა

ღაზას დემილიტარიზაცია მშვიდობის ერთადერთი გზაა

  •    
    სანამ ჰამასი შეიარაღებულია, მისი იარაღი უძლიერეს და უსასტიკეს ვეტოდ დარჩება მშვიდობის და ისრაელელი და პალესტინელი ხალხის უსაფრთხოებისათვის.
  • icon_zoom.png
    Minister of Foreign Affairs Avigdor Liberman Minister of Foreign Affairs Avigdor Liberman : MFA
     
     
    "Foreign Policy Magazine"–ისთვის ახლახან მიცემულ ინტერვიუში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა აღნიშნა, რომ ისრაელსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის მშვიდობის დამყარების უპირველესი წინააღმდეგობა ჰამასი იყო და დღემდე ასეთეად რჩება.
    მინისტრმა ლიბერმანმა განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში პროვოკაციული ქმედებებით ჰამასმა თვალნათლივ აჩვენა, რომ ძალაუფლების მოსაპოვებლად იგი სასტიკი ნაბიჯების გადადგმას არ ერიდება და ისრაელის სახელმწიფოს განადგურების სტრატეგიას არა მხოლოდ ისრაელელების, არამედ პალესტინელების ტერორით გეგმავს. ამ სისხლიან სტრატეგიაში იგი პალესტინელებს პაიკებად და ცოცხალ ფარად იყენებს.
    ღაზაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების თარეშის ფონზე ნათელი ხდება, რომ ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის რეგიონში მშვიდობა არ დაისადგურებს მანამ, სანამ ჰამასის სრული განიარაღება არ მოხდება.