საქართველოს
პრეზიდენტს ისრაელის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა
შაბთაი ცურმა რწმუნებათა
სიგელები გადასცა.
რწმუნებათა
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრისას
ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ, კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ეკონომიკური, მათ
შორის ბიზნეს-სავაჭრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივა განიხილეს.
მხარეებმა
ხაზი გაუსვეს საქართველო-ისრაელს შორის უმაღლესი და მაღალი დონის
ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ასპარეზზე
ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობასაც.
თავის
მხრივ, შაბთაი ცურიმ კიდევ ერთხელ, დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე
არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერა. ისრაელის ახლადდანიშნულმა ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას
შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
გიორგი
მარგველაშვილმა დიპლომატს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.