ჰევრონში გატაცებული ისრაელელების გვამები იპოვეს
-
-
6/30/2014
GovXShortDescription
ფართომასშტაბიანი გამოძიების შედეგად 30 ივნისს სამი გატაცებული ისრაელელი ახალგაზრდის გვამი ჰევრონის ჩრდილოდასავლეთით იქნა აღმოჩენილი.
-
-
Eyal Yifrah, Gilad Sha'er and Naftali Frenkel z"l
|
GovXContentSection
ფართომასშტაბიანი გამოძიების შედეგად 30 ივნისს სამი გატაცებული ისრაელელი ახალგაზრდის გვამი ჰევრონის ჩრდილოდასავლეთით იქნა აღმოჩენილი.
ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი: „ჩვენ ვგლოვობთ, თუმცა საზარელ ტერორისტებს მკაცრად გავუსწორდებით. ტერორიზმთან ბრძოლას გავაძლიერებთ და არასდროს შევასუსტებთ, სისხლიან ტერორს წელში გამართვის უფლებას არ მივცემთ“.
30 ივნისს, საღამოს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტთან საგანგებო შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა:
„უდიდესი გულისტკივილით ვაცხადებ, რომ ამ საღამოს სამი ცხედარი ვიპოვეთ. ყველა ნიშანი ცხადყოფს რომ ეს ჩვენი სამი... გატაცებული ახალგაზრდას, ეიალ იაფრაქის, გილად შაარის და ნაფტალი ფრენკელის ცხედრებია.
ისინი მხეცმა ადამიანებმა გაიტაცეს და ცივსისხლიანი მკვლელობა ჩაიდინეს. სრულიად ებრაელი ერის სახელით ვუცხადებ ძვირფას ოჯახებს - დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს და და-ძმებს - მთელი ერი თქვენთან ერთად გლოვობს. რა სასჯელი ეკუთვნის ბავშვის მკვლელს? თვით სატანაც ვერ მოიფიქრებდა შურისძიებას ადამიანებისთვის, რომლებმაც სახლში, მშობლებისკენ მიმავალი ახალგაზრდების სისხლი დაღვარა. მომხდარზე „ჰამასია“ პასუხისმგებელი - და „ჰამასი“აგებს კიდეც პასუხს. უფალმა დალოცოს ჩვენი ბიჭების ხსოვნა“.
ისრაელის ელჩმა გაეროში რონ პროსორმა გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდა, უსაფრთხოების საბჭოს ისრაელელი ახალგაზრდების მკვლელობის დაგმობა მოსთხოვოს:
„ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ისრაელი ცეცხლის ქვეშაა და „ჰამასისა“ და პალესტინის ავტონომ...იის მთავრობის შეთანხმების დამანგრეველ შედეგებს იმკის.
პალესტინის ხელისუფალთა გაერთიანების შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 70 ჭურვი იქნა გამოსროლილი.
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ ხაზგასმით განაცხადეს, რომ მზად ვართ, ყველა ზომა მივიღოთ მშვიდობიანი მოქალაქეების „ჰამასის“ ტერორისგან დასაცავად. ნებისმიერი, ვინც ისრაელელებს დღეს მიზანში ამოიღებს, ხვალ მწარე საზღაურს გადაიხდის. ისრაელის მთავრობას აქვს უფლება და ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამემამულეები.
საერთაშორისო საზოგადოება მდუმარედ აღარ უნდა შესცქეროდეს როგორ ხოცავენ და ატერორებენ ისრაელის მოქალაქეებს“.
-
-
-
-
-
Official reactions
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-