ხანუქის მილოცვა ისრაელის ელჩისგან

ხანუქის მილოცვა ელჩისგან

  •    
    "ხანუქა დამოუკიდებლობის დღესასწაულია და ისრაელი და საქართველო წლეულს დიპლომატიური ურთიერთობის მეოცე იუბილეს აღვნიშნავთ. ხანუქა თავისუფლების ზეიმია და ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ებრაული თემი მუდამ სიყვარულით სარგებლობდა და არასდროს განუცდია ანტისემიტიზმი ან სიძულვილი. ხანუქა სუვერენიტეტის დღესასწაულია და 2013 წელს ისრაელის სახელმწიფო დამოუკიდებლობის 65 წლისთავს იზეიმებს.
  • icon_zoom.png
    Ambassador of Israel to Georgia Ambassador of Israel to Georgia
     
     
    ებრაელები ყოველთვის იერუსალიმზე, ისრაელზე, ისტორიულ სამშობლოში, სიონში დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. სწორედ ესაა სიონიზმის არსი – ეროვნული სახლი ებრაელი ხალხისთვის. ქართველი ებრაელები ამ ისტორიულ პროცესში ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდნენ, ეს გამოწვეული იყო არა ანტისემიტიზმით ან საქართველოსადმი სიყვარულის ნაკლებობით, არამედ უძველესი ოცნებისკენ – სიონისა და იერუსალიმისკენ მისწრაფებით საბჭოთა კავშირის ურთულეს პერიოდშიც კი.
    ჩვენს ოჯახში ხანუქა განსაკუთრებული დღესასწაულია. ჩემი ბებია–ბაბუა აღმოსავლეთ ევროპიდან ისრაელში 1933 წელს ჩავიდნენ. ერთი წლის შემდეგ კი მამაჩემი შეეძინათ – პირმშო, რომელიც ისრაელის მიწაზე ხანუქის დღესასწაულზე დაიბადა. ბავშვს მაკაბელების წინამძღოლის, ებრაელების დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში მებრძოლი მაკაბელების უფროსი ვაჟის პატივსაცემად იეჰუდა დაარქვეს.
    ყველას ბედნიერ ხანუქას გისურვებთ!"
     
  •