ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და
თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა ქნესეთში შემდეგი განცხადებები გააკეთეს:
პრემიერ მინისტრი
ბენიამინ ნეთანიაჰუ:
"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ
განვაცხადო, რომ პალესტინასთან და ყველა ჩვენს მეზობელთან მშვიდობის ერთგული ვრჩები.
არაბების სამშვიდობო ინიციატივა პოზიტიურ ელემენტებს შეიცავს, რომელსაც პალესტინელებთან
კონსტრუქციული მოლაპარაკებების განახლება შეუძლია. ჩვენ გვინდა არაბულ ქვეყნებთან ამ
ინიციატიცის განხილვა, რათა იგი ასახავდეს რეგიონში 2002 წლის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს
და შეიცავდეს შეთანხმებულ მიზანს – ორი ერისთვის ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. სწორედ
ამიტომ მივესალმებით ეგვიპტის პრეზიდენტის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებებს – მისი
შემოთავაზებები რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ჩამოყალიბებას დიდად შეუწყობს
ხელს".
"ბ
ატონო პრემიერ მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით
მადლობას თავდაცვის მინისტრად ჩემი დანიშვნისთვის და ასევე მადლიერებას გამოვხატავ
მთავრობისა და ქნესეთის მიმართ, რომლებმაც
ამ გადაწყვეტილებას მხარი და
უჭირეს.
მოვუსმინე ყველაფერს, რაც თქვენ თქვით და ყველა სიტყვას
ვეთანხმები, მათ შორის, ვიზიარებ ორი ერისთვის ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეას.
მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ალ სისის სიტყვა უაღრესად
მნიშვნელოვანი იყო და ჭეშმარიტი შესაძლებლობები გააჩინა მშვიდობისთვის. აბსოლუტურად
ვეთანხმები იმასაც, რომ არაბების მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო ინიციატივა ბევრ უაღრესად
დადებით ელემენტს შეიცავს, რაც რეგიონში ყველა მეზობელ ქვეყანას შორის სერიოზული დიალოგის
გამართვას შეუწყობს ხელს".