ტერორის ტალღა – 2015 წლის 13 სექტემბრიდან დღემდე
ქვემოთ მოყვანილია სია იმ ტერორისტული აქტებისა, რომლებიც ისრაელში ებრაული ახალი წლის (2015 წლის 13 სექტემბერი)
შემდეგ მოხდა. თუმცა ამ სიაში არ არის შეტანილი ის თავდასხმები, რომელთა თავიდან აცილებაც ისრაელის კანონდამცავებმა მოახერხეს; ჩამონათვალში არ არის ის ამბოხებები, ქვებისა და "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის შემთხვევებიც, რომლებსაც უდანაშაულო ადამიანების სერიოზული ზიანი არ
მოჰყოლია.
ქვემოთ მოყვანილია სია
იმ
ტერორისტული
აქტებისა,
რომლებიც
ისრაელში
ებრაული
ახალი
წლის
(2015 წლის 13 სექტემბერი) შემდეგ
მოხდა.
თუმცა
ამ
სიაში
არ
არის
შეტანილი
ის
თავდასხმები,
რომელთა
თავიდან
აცილებაც
ისრაელის
კანონდამცავებმა
მოახერხეს;
ჩამონათვალში
არ
არის
ის
ამბოხებები,
ქვებისა
და
"მოლოტოვის კოქტეილების" სროლის
შემთხვევებიც,
რომლებსაც
უდანაშაულო
ადამიანების
სერიოზული
ზიანი არ მოჰყოლია.
ტერორი რიცხვებში
·
2015 წლის 13 სექტემბრის შემდეგ ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპულია
34, დაშავებულია ასობით ადამიანი (მათ შორის, ოთხი პალესტინელი);
·
დაფიქსირდა: 144 თავდასხმა დანით, 85 – ცეცხლსასროლი იარაღით, 42 – მანქანით.
თვეების მიხედვით:
·
მარტი: 240 ტერაქტი – 19 თავდასხმა
დანით, 7 – ცეცხლსასროლი იარაღით, 3 – მანქანით, 35 – მოლოტოვის კოქტეილით.
ეს წინა თვებზე ნაკლები
რიცხვობრივი მაჩვენებელია.
·
თებერვალი: 337 ტერაქტი (28 თავდასხმა
დანით, 11 – ცეცხლსასროლი იარაღით, 1 – მანქანით, 56 – მოლოტოვის კოქტეილით);
·
იანვარი: 396 ტერაქტი (28 თავდასხმა
დანით, 15 – ცეცხლსასროლი იარაღით, 3 – მანქანით, 274 – ქვებით, 61 – მოლოტოვის კოქტეილით).
·
დეკემბერი: 400 ტერაქტი (37 თავდასხმა
დანით, 22 – ცეცხლსასროლი იარაღით, 14 – მანქანით, 250 – ქვებით, 62 – მოლოტოვის კოქტეილით).
·
ნოემბერი: 396 ტერაქტი (28 თავდასხმა
დანით, 15 – ცეცხლსასროლი იარაღით, 3 – მანქანით, 274 – ქვებით, 61 – მოლოტოვის კოქტეილით).
·
ოქტომბერი: 141 ტერაქტი (55 თავდასხმა
დანით, 14 – ცეცხლსასროლი იარაღით, 8 – მანქანით, 55 – ქვებით, 6 – მოლოტოვის კოქტეილით).
თითოეული შემთხვევის დეტალები:
14 მარტი: ალ– არუბი, გუშეციონი: არაბი კაცი ცულით თავს
დაესხა ჯარისკაცების ჯგუფს. თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალეს. ორი საათის შემდეგ
150პალესტინელი ალ–არუბიდან აჯანყდა, რის შედეგადაც ერთი ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა.
რამლასა და ნეს ციონას შორის:
24 წლის ქალი მსუბუქად დაიჭრა მას შემდეგ, რაც მის მანქანას ქვები დაუშინეს.
ძველი ქალაქი, იერუსალიმი:
სამართალდამცავებმა ორი 12 წლის ბიჭი დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ ჩანთებში 3 დანა
და მშობლებთან გამოსამშვიდობებელი წერილი უპოვეს.
3 აპრილი: როშ ჰა–აინი (ქვეყნის ცენტრალური ნაწილი): 23
წლის არაბი ქალი თავს დაესხა და მსუბუქად დაჭრა 30 წლის ისრაელელი ქალბატონი. მისი
შეჩერება და დაკავება ახლოს მყოფმა მოქალაქეებმა შეძლეს.
25 მარტი: ისავია (არაბული
უბანი იერუსალიმში): 15 წლის პალესტინელი გოგო ფრენჩ ჰილის არეალში მესაზღვრეებს მიუახლოვდა
და მათ დაჭრას შეეცადა. იგი დაკავებულია.
24 მარტი: ორმა პალესტინელმა
ისრაელელ ჯარისკაც რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით. თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.
18 მარტი: გუშ ეციონი: სამი
პალესტინელი ისრაელელ ჯარისკაცებს დანებით დაესხნენ თავს. ერთი ტერორისტი მოკლეს, ორი
– დააკავეს.
17 მარტი: არიელი. ორმა
ტეროორისტმა 20 წლის გოგო დაჭრა. ორივე მათგანი ადგილზე გაანადგურეს.
14 მარტი: კირიათ არბას
მიმდებარე ტერიტორია: ორმა პალესტინელმა მანქანით თავდასხმა სცადა, რის შემდეგაც მშვიდობიან
მოსახლეობასა და ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. ორივე მათგანი მოკლულია.
ამ ინციდენტის შემდეგ მალევე,
იმავე ადგილას მეორე ინციდენტი მოხდა: ისრაელელი ჯარისკაცი მანქანით თავდასხმის დროს
მსუბუქად დაზიანდა. ტერორისტი ადგილზევე გაანადგურეს.
11 მარტი: 443–ე გზა, ბეით
ჰორონის გამშვები პუნქტის მახლობლად: ორი ისრაელელი ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა. არაბმა
მძღოლმა მანქანა გამშვებ პუნქტთან ახლოს გააჩერა, ჯარისკაცებს ესროლა და მიიმალა.
იერუსალიმი, იაფოს კარიბჭე:
29 ისრაელელი 19 წლის პალესტინელმა დანით დაჭრა და მიმალვა სცადა, თუმცა იგი მალევე
დააკავეს.
8 მარტი: ტელ ავივი–იაფო:
პალესტინელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 29 წლის ამერიკელი ტურისტი ტეილორ ფორსი
სასიკვდილოდ დაიჭრა, 11 მშვიდობიანმა მოქალაქემ დაზიანებები მიიღო. დაზარალებულთა შორის
გარდაცვლილის მეუღლე და ორსული ქალიც იყვნენ. თავდამსხმელი პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს.
იერუსალიმი, დამასკოს კარიბჭის
მახლობლად: მოტოციკლიანმა ტერორისტმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა და ორი მესაზღვრე დაჭრა.
თავდამსხმელი განადგურებულია.
იერუსალიმი, ძველი ქალაქი:
პალესტინელი ქალი მესაზღვრეებს მიუახლოვდა, ჩანთიდან დანა ამოიღო და დაჭრა. იგი ცეცხლსასროლი
იარაღით მოკლეს.
4 მარტი. გუშ ეციონი: ქალმა
ჯარისკაცებს მანქანა დააჯახა, რის შედეგადაც 20 წლის მესაზღვრე დაშავდა. თავდამსხმელი
გაანეიტრალეს, მისი მანქანიდან ამოღებულია დანა.
3 მარტი: მოძრაობის მარეგულირებელი
პოლიციელი 14 წლის გოგონამ დაჭრა, თუმცა მან სროლის გარეშე თავდამსხმელის დაკავება
შეძლო.
რაჰელიმი, სამარია, ჩრდილოეთ
იერუსალიმი: პოლიციის მანქანას პალესტინელებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი
კანონდამცავი მსუბუქად დაშავდა.
2 მარტი: ჰარ ბრახა, სამარია:
ორმა თავდამსხმელმა დანით დაჭრა ორი სამხედრო და ადგილიდან მიიმალა.
ელი (ჩრდილოეთ იერუსალიმი):
ოჯახის ამოხოცვის მცდელობა ორი ტერორისტის სიკვდილით დამთავრდა. დილის 6 საათზე ორი
თავდამსხმელი შენობის გარეთ იდგა და დილის ლოცვაზე მიმავალ კაცს სახლის კარების გაღებისთანავე
დაესხა თავს, თუმცა მან ტერორისტების მოგერიება და კარის დახურვა სცადა, რითაც მეუღლეს
და 5 შვილს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ადგილობრივმა კანონდამცავება რეაგირება მყის მოახერხეს
და თავდამსხმელები გაანეიტრალეს.
26 თებერვალი: ტერორისტმა
48 წლის უსაფრთხოების თანამშრომელი სავაჭრო ცენტრში ცულით მძიმედ დაჭრა. თავდამსხმელი
ცენტრის ერთ–ერთ მაღაზიაში მუშაობდა და მსხვერპლს იცნობდა. იგი 28 თებერვალს დააპატიმრეს.
24 თებერვალი: გუშ ეციონი:
ელიავ გელმანი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, რომელიც ისრაელელმა ჯარისკაცმა ტერორისტის გასანეიტრალებლად
ისროლა.
3 თებერვალი
იერუსალიმი,
დამასკოს კარიბჭე: სამმა თავდამსხმელმა 19 წლის მესაზღვრე მოკლა, ერთი მესაზღვრე მძიმე
მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
1 თებერვალი
იერუსალიმი,
ძველი ქალაქი: დანით შეიარაღებული 14 წლის ბიჭმა, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს,
აღიარა, რომ ჯიბეში დანა დაგეგმილი თავდასხმისთვის ჰქონდა.
კფარ საბა:
დანით თავდასხმის მცდელობისას ტერორისტი სამართალდამცველებმა მოკლეს.
31 იანვარი:
ტრასა 443:
მანქანით თავდასხმის მცდელობისას პალესტინელი ტერორისტი ისრაელის თავდაცვის ჯარებმა
გაანეიტრალეს.
ბეით ელი: ტერორისტმა
სამ ჯარისკაცს გაუხსნა ცეცხლი, ერთი მათგანი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს,
თუმცა ამჟამად იგი სტაბილურადაა. თავდამსხმელი ძალოვანებმა მოკლეს.
30 იანვარი:
იერუსალიმი, ძველი ქალაქი
– არაბი თინეიჯერების ჯგუფი ლოცვიდან სახლისაკენ მიმავალ ორ ებრაელ კაცს დაესხა თავს.
ერთი თავდამსხმელი მოგვიანებით
თავად ჩაბარდა პოლიციას. დაკავებულია სამი მონაწილეც.
27 იანვარი:
გივათ ზეევი, ჩრდილოეთ იერუსალიმი
– 17 წლის არაბი ტერორისტი რესტორნის შესასვლელთან დაესხა თავს ცოლ–ქმარს და მიმალვა
სცადა. რესტორნის ერთ–ერთმა თანამშრომელმა პოლიციის მოსვლამდე მისი დაჭერა შეძლო.
25 იანვარი:
ბეით
ჰორონი: 17 და 23 წლის ტერორისტები სურსათის მაღაზიაში ორ ქალს დაესხნენ თავს. შლომით
კრეიგმანი (23) მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. თავდამსხმელები დაცვის ოფიცერმა გაანეიტრალა.
23 იანვარი:
აღმოსავლეთ
იერუსალიმი: 13 წლის გოგონა თავს დაესხა დაცვის წევრს. იგი ადგილზე მოკლეს.
18 იანვარი:
15 წლის თავდამსხმელმა ფეხმძიმე
ქალი დანით დაჭრა. ტერორისტი ლიკვიდირებულია.
17 იანვარი:
ოთნიელი, ჰევრონსა და ბეერ
შევას შორის:
კვირა საღამოს 38 წლის დაფნა
მეირი, 6 შვილის დედა საკუთარ სახლში, 3 შვილის თვალწინ მოკლეს. თავდამსხმელი ადგილიდან
მიიმალა, თუმცა ორი დღის შემდეგ მისი დაკავება მოხერხდა. 15 წლის ტერორისტმა დაკითხვის
დროს თქვა, რომ პალესტინურმა ტელევიზიამ, რომელიც მოსახელეობას ისრაელელების წინააღმდეგ
მუდმივად აქეზებს, მასზე დიდი გავლენა იქონია.
14 იანვარი:
ნებლუსის მახლობლად: ტერორისტი
ჯარისკაცებს შუშის ბოთლით და დანით დაესცა თავს. ერთ–ერთი ოფიცერი მსუბუქად დაიჭრა.
თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალეს.
13 იანვარი:
ბენიამინის რეგიონი, იერუსალიმთან
ახლოს: ავტობუსის არაბი მძღოლი მსუბუქად დაიჭრა მას შემდეგ, რაც მისი მანქანის საქარე
მინას დიდი ქვა და საღებავის კონტეინერი მოხვდა.
5 იანვარი:
79–ე
ტრასა, ჩრდილოეთ ისრაელი – ქვების სროლის შედეგად ავტობუსის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
გუშ
ეციონი: ისრაელის თავდაცვის ჯარების ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა. თავდამსხმელი ადგილზე
მოკლეს.
4 იანვარი:
იერუსალიმი
– პოლიციის შტაბბინასთან რამოდენიმე გამვლელი თავდამსხმელმა დანით მსუბუქად დაჭრა.
ტერორისტი კანონდამცავებმა დაჭრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
3 იანვარი:
სამხრეთ
ჰევრონი: სასაზღვრო შემოწმების დროს ატეხილი სროლის შედეგად ერთი ჯარისკაცი მსუბუქად
დაშავდა.
ჰევრონი,
პატრიარქების აკლდამის მიმდებარე ტერიტორია: აბუ სენადან სნაიპერმა სასაზღვრო დაცვის
მომსახურე ქალბატონი დაიჭრა.
2 იანვარი:
იერუსალიმი
– გუშ ეციონის გზაზე ატეხილი სროლის შედეგად არაბულილ წარმოშობის ისრაელელი დაიჭრა.
1 იანვარი:
თელ
ავივი –ბარში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის
დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა – 26 წლის ალონ
ბაქალი და ბარის მენეჯერი შიმონ რუიმე (30). რვა ადამიანი დაიჭრა, ორი მათგანის მდგომარეობა
მძიმეა. მომხდარიდან ერთი საათის შემდეგ 42 წლის ტაქსისტი აიმან შააბანი მოკლული იპოვეს.
7 იანვარს პოლიციის განცხადებით, მძღოლი იგივე თავდამსხმელმა მოკლა.
31 დეკემბერი:
სამარია: მანქანით ბლოკ
პოსტის თავდასხმის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაშავდა. თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალეს.
27 დეკემბერი:
ჰავარა, სამხრეთ ნაბლუსი
– ორი ტერორისტი დანით დაესხა თავს ჯარისკაცებს. ორივე მათგანი განადგურებულია.
იერუსალიმი: 18 წლის ჯარისკაცი
დანით დაჭრა თავდამსხმელმა, რომელიც ადგილზე დააკავეს.
25 დეკემბერი:
ბეთლემი – პალესტინელებმა
ქვები დაუშინეს პატრიარქს, ფუად ტვალს, რომელიც ბეთლემში შობას მოსალოცად მივიდა.
24 დეკემბერი:
არიელი – დანით შეიარაღებულმა
თავდამსხმელმა ორი ადამიანი დაჭრა. იგი ცეცხლსასროლი იარაღით გაანეიტრალეს.
23 დეკემბერი:
იერუსალიმი, იაფოს კარიბჭე
– ორი პალესტინელი (19 და
20 წლის) გამვლელებს დანებით დაესხნენ თავს. რაბი რუვენ ბაირმახერი (45) მიღებული ჭრილობებისგან
გარდაიცვალა, ოფერ ბენ–არი (46) კი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. თავდამსხმელები კანონდამცავებმა
მოკლეს.
19 დეკემბერი:
რაანანა: არაბმა თავდამსხმელმა
3 ისრაელელი დანით დაჭრა. იგი ადგილზე დააკავეს.
14 დეკემბერი:
11–14 ადამიანი ავტობუსის
გაჩერებაზე მანქანის შევარდნის შედეგად დაშავდა. მათ შორის იყო 15 თვის ბავშვი
დედასთან ერთად. თავდასცვის ძალებმა 21 წლის თავდამსხმელი ადგილზე გაანადგურეს.
10 დეკემბერი:
სამარია: მანქანით თავდასხმის
შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაშავდა. ტერორისტები, რომელთაგან ერთ–ერთი "ჰამასის"
წევრი იყო, მალევე დააკავეს.
9 დეკემბერი:
სამარია:
ებრაელი ცოლ–ქმარი მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
7 დეკემბერი:
41
წლის გენადი კაუფმანი პატრიარქების აკლდამასთან მძიმედ დაჭრეს. იგი 30 დეკემბერს გარდაიცვალა.
თავდამსხმელი ადგილზე იქნა განადგურებული.
6 დეკემბერი:
იერუსალიმი – 21 წლის არაბი ორ ისრაელელს
მანქანით დაეჯახა, ავტომობილიდან გადმოვიდა და იქვე მყოფ პოლიციელს დანით დაესხა თავს,
რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე შემთხვევით აღმოჩენილმა ჯარისკაცმა იგი ადგილზე მოკლა.
3 დეკემბერი:
იერუსალიმი – ტერორისტმა
35 წლის პოლიციელი დაჭრა, თავდამსხმელი განეიტრალებულია.
1 დეკემბერი
გუშ ეციონის გზატკეცილი:
16 წლის პალესტინელი დანით თავს დაესხა ისრაელელს, რომელიც მანქანის გაჩერებას ცდილობდა. კანონდამცავებმა ტერორისტ ცეცხლი
გაუხსნეს და ადგილზე გაანადგურეს, მსხვერპლი მუსბუქად დაიჭრა ტყვიით.
სამარია: პალესტინელმა
ქალმა ჯარისკაცის დაჭრა სცადა, თუმცა მისი განეიტრალება კანონდამცავებმა შეძლეს.
29 ნოემბერი
იერუსალიმი: დამასკოს
კარიბჭესთან ახლოს მესაზღვრე დანით დაჭრეს. თავდამსხმელი ადგილზე იქნა მოკლული.
31 წლის ნეპალელი ქალი,
რომელიც ისრაელში სამუშაოდ იყო ჩამოსული, ავტობუსის გაჩერებაზე დანით დაჭრეს. თავდამსხმელი
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა იგი მოგვიანებით დააკავეს.
27 ნოემბერი
აღმოსავლეთ იერუსალიმი:
ორი ჯარისკაცი მანქანით თავდასხმის დროს დაიჭრა.
ბეით უმარი: ლტოლვილთა
ბანაკთან მანქანით თავდასხმის დროს ექვსი ჯარისკაცი დაშავდა.
25 ნოემბერი
ალ ფავარის გზატკეცილი:
ჰევრონის სამხრეთით ისრაელელი კარისკაცი 19 წლის პალესტინელმა სტუდენტმა დანით მძიმედ
დაჭრა. თავდამსხმელი კანონდამცავებმა მოკლეს.23 ნოემბერი
443–ე გზატკეცილი: იერუსალიმისა და მოდინის გზატკეცილზე
ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ტერორისტული შეტევის დროს დანით მიყენებული ჭრილობის
შედეგად 18 წლის ზივ მიზრაჰი გარდაიცვალა და ორი ქალი დაშავდა. ზივ მიზრაჰის სავალდებულო
სამხედრო სამსახური სამი თვის წინ ჰქონდა დაწყებული. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე
მოკლეს.
სამარია, ნაბულუსის ახლოს:
პალესტინელი, რომელმაც ჯარისკაცზე სცადა თავდასხმა, ადგილზე გაანეიტრალეს.
ჩრდილოეთ სამარია: მანქანით
თავდასხმის მცდელობა. ერთი მშვიდობიანი მოქალაქე მსუბუქად დაიჭრა. მძღოლმა მიმალვა
მოახერხა.
იერუსალიმი: იაფოს გზაზე
ორი თინეიჯერი პალესტინელი (14 და 16 წლის გოგოები) გამვლელებს მაკრატლით დაესხა თავს, რის შედეგადაც,
70 წლის პალესტინელი მამაკაცი დაიჭრა. კანონდამცავებმა ერთი ტერორისტი მოკლეს, მეორე
– დაჭრეს.
22 ნოემბერი
გუშ ეციონის გზატკეცილი: 21 წლის ჰადარ ბუქრისი დანით
მოკლა 34 წლის ტერორისტმა, რომელიც თავდაცვის ჯარებმა მოკლეს.
კფარ ადუმიმი: მანქანითა
და დანით თავდასხმის მცდელობა. პალესტინელი ტაქსის მძღოლი (32 წლის ტერორისტი რამალადან)
ისრაელელის ავტომობილს დაეჯახა, მანქანიდან გადმოვიდა და მოქალაქე ხელში დაჭრა, თუმცა
ამ უკანასკნელმა თავდამსხმელს სალონიდან ესროლა და მისი განეიტრალება მოახერხა.
სამარიას გზატკეცილი:16
წლის გოგონა ნაბულუსიდან დანით დაესხა თავს
ახალგაზრდა ქალს ავტობუსის გაჩერებაზე. ტერორისტი გამვლელმა მძღოლმა შეამჩნია და მის
შესაჩერებლად მანქანით მისკენ დაიძრა. თავდამსხმელი თავდაცვის ძალებმა მოკლეს.
21 ნოემბერი
კირიათ გათი: დანით შეიარაღებული
ტერორისტის თავდასხმამ ოთხი ადამიანი დააზარალა, მათ შორის იყო 13 წლის გოგონა, რომელმაც
პოლიციის გამოძახება და სასწრაფო დახმარების მოსვლამდე სისხლდენის შეჩერება შეძლო.
ხუთსაათიანი ძებნის შემდეგ ტერორისტი დააკავეს. იგი 18 წლის პალესტინელი აღმოჩნდა,
რომელიც კირიათ გათში არალეგალურად მუშაობდა.
19 ნოემბერი.
გუშ ეციონის გზატკეცილი,
სამხრეთ იერუსალიმი: ცეცხლსასროლი იარაღითა და მანქანით თავდასხმისას სამი ადამიანი
გარდაიცვალა – იაკოვ დონი (49 წლის, ხუთი შვილის მამა), ეზრა შვარცი (18 წლის ამერიკელი
მოხალისე) და შადი არაფა (24 წლის პალესტინელი ხევრონიდან). ხუთი ადამიანი დაიჭრა.
თელ ავივი: 32 წლის რაბი
აარონ იესაიევი და 51 წლის რუვენ ავირანი დანით მოკლეს, ერთი ადამიანი დაიჭრა. თავდასხმა
სინაგოგაში შუადღის ლოცვის დროს მოხდა. ტერორისტი კანონდამცავებმა გაანადგურეს.
13 ნოემბერი.
სამხრეთ ხევრონი: რაბი იაკოვ ლიტმანი და მისი შვილი
ნათანელი გვერდით ჩამავალი მანქანიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ. თავდაცვის
ძალებმა ტერორისტის დაკავება მოახერხეს.
12 ნოემბერი.
ბეთლემი: ჯარისკაცზე დანით
თავდასხმის მცდელობა. ტერორისტი კანონდამცავებმა დააკავეს.
10 ნოემბერი.
იერუსალიმი: ორი მცირეწლოვანი
არაბი (11 და 14 წლის) თავს დაესხნენ დაცვის წევრს. თავდამსხმელები პოლიციელებმა შეაჩერეს.
11 წლის ტერორისტი მძიმედ დაიჭრა.
იერუსალიმი, დამასკოს
კარიბჭე: ტერორისტი თავს დაესხა ჯარისკაცს, თუმცა მისი განეიტრალება მოხერხდა.
ბეთლემი: დანით თავდასხმის
მცდელობა სამხედროებზე. ტერორისტი მოკლულია.
9 ნოემბერი,.
სამხრეთ სამარია: 23 წლის
პალესტინელმა ქალმა მშვიდობიანი მოქალაქეების დანით დახოცვა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა
იგი ადგილზე მოკლეს.
8 ნოემბერი.
სამარია: გაჩერებაზე მოულოდნელად
შევარდნილმა მანქანამ ოთხი ისრაელელი მძიმედ დააშავა. დაშავებულებს შორის ორსული ქალია.
22 წლის ტერორისტი რამალადან ჯარისკაცებმა გაანეიტრალეს.
სამხრეთ იერუსალიმი: არასამხედრო
დაცვის წევრი მსუბუქად დაიჭრა პალესტინელი ქალის თავდასხმის შედეგად. ტერორისტს ცეცხლი
გაუხსნეს და დაჭრეს.
ჩრდილოეთ სამარია: 40
წლის ისრაელელი პალესტინურ სოფელში მძიმედ დაშავდა ორი პალესტინელის თავდასხმის შედეგად.
ტერორისტები პალესტინელ კანონდამცავებს თავად ჩაბარდნენ.
6 ნოემბერი.
სავაჭრო ცენტრი იერუსალიმის
ჩრდილოეთში: ისრაელელი ტერორისტმა დანით დაჭრა.
ხევრონი: 16 და 18 წლის
ისრაელელი თინეიჯერები ტერორისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად მძიმედ დაიჭრნენ.
მოგვიანებით დაჭრეს ისრაელელი ჯარისკაციც. 16 წლის თავდამსხმელი განეიტრალებულია.
5 ნოემბერი.
გუშ ეციონი: დანით თავდასხმის
მცდელობა. ტერორისტი ადგილზე მოკლეს.
4 ნოემბერი.
ხევრონი: 19 წლის მესაზღვრე
ბენიამინ იაკობოვიჩმა მძიმე დაზიანება მიიღო მანქანის დაჯახების შედეგად. იგი 8 ნოემბერს
მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. იმავე თავდასხმისას კიდევ ერთი ოფიცერი მსუბუქად
დაშავდა. თავდაცვის ძალებმა ტერორისტი გაანეიტრალეს.
2 ნოემბერი.
აფულა: ჯარისკაცებზე თავდასხმის
მცდელობა. ერთი თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს, მეორე დააკავეს.
რიშონ ლეციონი: სამი ისრაელელი
დაიჭრა, ორი (მათ შორის, 80 წლის ქალი) მძიმედ დაშავდა, ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
19 წლის ტერორისტი დააკავეს.
ნეთანია: 70 წლის კაცი
დანით მძიმედ დაჭრა 22 წლის პალესტინელმა, რომელიც ჯარისკაცებმა დააკავეს.
1 ნოემბერი.
ჰევრონი: დანით თავდასხმის
მცდელობა აურზაურის დროს. თავდამსხმელი მოკლულია.
ჰევრონი, კირიათ არბას
ჩრდილოეთი: მანქანით თავდასხმის დროს სამი მესაზღვრე დაიჭრა. მძღოლმა მიმალვა მოახერხა,
თუმცა მოგვიანებით ჰევრონის სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.
31 ოქტომბერი.
ჯალამეჰის გამშვები პუნქტი: ჯარისკაცებზე დანით თავდასხმისას
ერთი ტერორისტი მოკლეს. სასაზღვრო პუნქტი დროებით დაიკეტა.
30 ოქტომბერი.
იერუსალიმი: დანით ორი ისრაელელი დაჭრეს. ტერორისტები განეიტრალებულები
არიან.
სამარია (დასავლეთის სანაპირო):
მესაზღვრეზე დანით თავდასხმის მცდელობა. ტერორისტები ადგილზე მოკლეს.
29 ოქტომბერი.
ხევრონი: ისრაელელი ჯარისკაცი დანით თავში დაჭრეს, თავდამსხმელი
თავდაცვის ჯარებმა გაანადგურეს.
28 ოქტომბერი.
გუშ ეციონი: 8 შვილის დედა ზურგში დანის დარტყმით
დაჭრეს. ტერორისტი დაკავებულია.
ხევრონი: პალესტინელი,
რომელმაც ჯარისკაცზე თავდახმა სცადა ადგილზე მოკლეს.
27 ოქტომბერი.
ორი არაბი, რომლებიც ხმამაღლა იძახდნენ "აქ
პალესტინის გასათავისუფლებლად ვართო" და უსაფრთხოების შემოწმებაზე უარს აცხადებდნენ,
მესაზღვრეებმა დააკავეს. მათ დანები აღმოაჩნდათ.
იერუსალიმი: ცულითა და
დანით შეიარაღებული 17 და 16 წლის არაბები ქალაქის ცენტრში დააკავეს.
26 ოქტომბერი.
კირიათ არბა (სამხრეთ იერუსალიმი): ისრაელელი ჯარისკაცი
მძიმედ დაშავდა დანით თავდასხმის შედეგად, თუმცა ტერორისტის მოკვლა შეძლო.
ხევრონი: თავდაცვის ძალებმა
დანით შეიარაღებული თავდამსხმელი გაანეიტრალეს.
25 ოქტომბერი.
გუშ ეციონი:
ჩასაფრებულმა ტერორისტმა ისრაელელ მძღოლს (58) მანქანის გაჩერება აიძულა, საქარე მინა
ჩაუმსხვრია და დანით რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა. მძღოლმა გასროლა მოახერხა და თავდამსხმელი
მძიმედ დაჭრა.
ხევრონი: 17 წლის არაბმა
გოგონამ მესაზღვრის დანით მოკვლა სცადა, თუმცა იგი ადგილზე იქნა განეიტრალებული.
სამარია: 25 წლის ისრაელელი
26 წლის პალესტინელმა დაჭრა და შემთხვევის ადგლიდან მიიმალა, თუმცა იგი იმ საღამოსვე
დააკავეს.
24 ოქტომბერი.
დასავლეთ სანაპირო: ტკბილეულის გამყიდველად გადაცმულმა
ტერორისტმა ჯარისკაცზე თავდასხმა სცადა, მაგრამ ადგილზე იქნა განეიტრალებული.
23 ოქტომბერი.
იერუსალიმის ჩრდილოეთი: პალესტინელი ტერორისტის მიერ
ნასროლი ასაფეთქებლის შედეგად ოჯახის ხუთი წევრი – მშობლები და სამი ბავშვი – დაშავდა.
22 ოქტომბერი
ცენტრალური ისრაელი: იეშივას სტუდენტმა მსუბუქი დაზიანება
მიიღო დანით შეიარაღებული ტერორისტების თავდასხმისას. პოლიციელებმა დამნაშავეები ადგილზე
გაანადგურეს.
21 ოქტომბერი.
სამარია: დაცვის სამსახურმა დანით შეიარაღებული 15
წლის გოგო შენიშნა, რომელიც თავდასხმისთვის
ემზადებოდა. მას ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს.
ჩრდილოეთ იერუსალიმი:
ორმა ტერორისტმა 19 წლის ჯარისკაცი მძიმედ დაჭრა, მეორე ჯარისკაცზე თავდასხმისას კი
მან ცეცხლი გახსნა და ტერორისტი ადგილზე მოკლა. მეორე თავდამსხმელი დააკავეს.
აღმოსავლეთ იერუსალიმი:
კანონდაცავებმა ორი პალესტინელის მანქანაში კუსტარული ასაფეთქებელი იპოვეს და დამნაშავეები
დააკავეს.
გუშონ ეციონი, ბეთლემის
სიახლოვეს: მანქანაზე ქვების დაშენის შედეგად ხუთი ჯარისკაცი მანქანიდან გადმოვიდა
თავდამსხმელების შესაჩერებლად, თუმცა მათ მანქანა დაეჯახა. მძღოლს ესროლეს და მძიმედ
დაჭრეს.
20 ოქტომბერი:
ისრაელელი ჯარისკაცი მძიმედ
დაიჭრა პალესტინელების მიერ ინიცირებული არეულობის დროს. დანით შეიარაღებული 24 წლის
თავდამსხმელი გასროლით მოკლეს.
სამხრეთ–დასავლეთ ჰევრონი:
54 წლის ავრაამ აშერ ჰასნოს პალესტინელმა სატვირთო მანქანა დააჯახა და ადგილზე მოკლა.
გუშ ეციონი: 20 წლის ჯარისკაცი
და 21 წლის მოქალაქე მსუფუქად დაიჭრნენ მანქანით დაჯახების შედეგად. მძღოლი ლიკვიდირებულია.
ჰევრონი: ორმა პალესტინელმა
ისრაელის თავდაცვის ჯარისკაცი მსუბუქად დაჭრეს. 15 და 17 წლის თავდამსხმელები ადგილზე
გაანეიტრალეს.
18 ოქტომბერი.
ბეერ შევა: ავტობუსის
გაჩერებაზე დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ტერორისტის თავდასხმის შედეგად
გარდაიცვალა 19 წლის ომრი ლევი, 11 მოქალაქე და პოლიციელი დაშავდნენ. პოლიციელებმა
ტერორისტი მოკლეს.
17 ოქტომბერი.
იერუსალიმი: 16 წლის ტერორისტი,
რომელმაც მესაზღვრის მოკვლა სცადა, განეიტრალებულია.
ჰევრონი: სამი ცალკეული
თავდასხმა 1. პალესტინელი მოქალაქეს ზურგიდან დაესხა თავს, თუმცა მსხვერპლმა დროულად
მოახერხა რეაგირება, პირადი იარაღიდან ესროლა მას და მოკლა.
2. 16 წლის პალესტინელმა
გოგომ მესაზღვრე მსუბუქად დაჭრა, თუმცა ამ
უკანასკნელმა მისი განეიტრალება მოახერხა.
3. 18 წლის ტერორისტმა
ჰევრონიდან გამშვებ პუნქტზე დანით დაჭრა ისრაელელი ჯარისკაცი, მეორე ჯარისკაცმა თავდამსხმელს
ცეცხლი გაუხსნა და მისი დაკავება მოხერხდა.
ჩრდილოეთ იერუსალიმი:
ტერორისტმა პოლიციელის დანით დაჭრა სცადა, მაგრამ მისი შეჩერება დროულად მოხერხდა.
16 ოქტომბერი.
ჰევრონი: ფოტოჟურნალისტად
გადაცმულმა პალესტინელმა ტერორისტმა ისრაელელი ჯარისკაცი დაჭრა. დამნაშავის განეიტრალება
მეორე ჯარისკაცმა შეძლო.
14 ოქტომბერი.
იერუსალიმი: 72 წლის ქალი
დანით დაჭრეს ავტობუსის გაჩერებაზე. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
იერუსალიმი, ძველი ქალაქი:
19 წლის ტერორისტმა ჰევრონიდან მსუბუქად დაჭრა ორი ადამიანი. იგი კანონდამცავებმა გაანეიტრალეს.
13 ოქტომბერი.
თელ ავივი: ერთი საათის
დაშორებით ორი თავდასხმა: პირველი მათგანი ქალაქის ცენტრში მოხდა, რომლის დროსაც
32 წლის მამაკაცი მსუბუქად დაშავდა, მეორე შეტევის შედეგად კი ერთი მძიმედ, სამი კი
მსუბუქად დაიჭრა. ტერორისტი დაჭერილია.
იერუსალიმი: ავტობუსის
გაჩერებაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 51 წლის ალონ გოვბერგი და ხაიმ ჰავივი დახოცეს,
76 წლის რიჩარდ ლაკენი კი 27 ოქტომბერს მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ერთი ტერორისტი
კანონდამცავება ადგილზე მოკლეს, მეორე – დააპატიმრეს.
იერუსალიმი: ავტობუსის
გაჩერებაზე რაბი იეშუაჰუ კრიშევსკი მოკლეს, რამოდენიმე ადამიანი დაიჭრა.
12 ოქტომბერი.
იერუსალიმი: 13 და 17
წლის ტერორისტებმა მძიმედ დაჭრეს 21 წლის ახალგაზრდა და 13 წლის ბიჭი. პოლიციელებმა
თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნეს. ერთი მათგანი ადგილზე მოკლეს, მეორე – დაკავებულია.
8 ოქტომბერი
თელ ავივი: პალესტინელმა
ტერორისტმა ჯარში მომსახურე ქალბატონი და სამი მშვიდობიანი მოქალაქე დანით დაჭრა.მოგვიანებით
თავდამსხმელი კანონდამცავებმა მოკლეს.
იერუსალიმი: დანით მძიმე
ჭრილობა მიიღო 25 წლის იეშივას სტუდენტმა, ერთი მოქალაქე კი მსუბუქად დაშავდა. 19წლის
ტერორისტი დაკავებულია.
კირიათ არბა (ებრაული
ქალაქი ჰევრონთან, სამხრეთ იერუსალიმი): დანით მძიმედ დაიჭრა ისრაელელი მამაკაცი,რომელიც
იერუსალიმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტერორისტმა მიმალვა მოახერხა.
აფულა (გალილეის ქალაქი):
ტერორსიტმა დანით დაჭრა ისრაელელი ჯარისკაცი. თავდამსხმელი დაკავებულია.
7 ოქტომბერი
პეტახ ტიკვა: დანით შეიარაღებულმა
პალესტინელმა ერთი ადამიანი დაჭრა, მაგრამ მისი შეჩერება ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა
მოახერხეს.
გუშ ეციონი, იუდეა, სამხრეთ
იერუსალიმი: 38 წლის ქალბატონს, რომელიც მანქანით მგზავრობდა, არაბმა თავდამსხმელებმა
ქვები დაუშინეს და მანქანიდან გადმოთრევა დაუპირეს, მაგრამ მან დროულად კარის ჩაკეტვა
მოასწრო და ტერორისტებს ხელიდან დაუსხლტა.
იერუსალიმი: ძველ ქალაქში,
ლომის კარიბჭესთან 18 წლის პალესტინელმა გოგომ 36 წლის ებრაელი კაცი დანით დაჭრა, თუმცა
ამ უკანასკნელმა ტერორისტის ნეიტრალიზება მოახერხა.
კირიათ გათი (თელ ავივის
სამხრეთ–აღმოსავლეთი) – ტერორისტმა ისრაელელი ჯარისკაცი დანით დაჭრა, იარაღი აართვა
და მიმდებარე ბინაში შეიჭრა, რომლის მფლობელიც ის–ისაა, ბრუნდებოდა სახლში. ქალმა თავდამსხმელს
წინააღმდეგობა გაუწია და ხელიდან დაუსხლტა. ტერორისტი პოლიციელებმა მოკლეს.
3 ოქტომბერი
ნაბლუსისა და სამარიას
მიმდებარე ტერიტორია: რაბი ეითამ ჰენკინი (31) და მისი მეუღლე ნაამა (30) ოთხ მცირეწლოვან
შვილთან ერთად მგზავრობისას მანქანიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ. თავდაცვის
ჯარებმა "ჰამასის" წევრები დააკავეს.
იერუსალიმი: ლომის კარიბჭესთან
მომხდარ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. აჰარონ ბანითა–ბენეთი (22) შაბათ საღამოს
დანით სასიკვდილოდ დაჭრეს, როდესაც იგი ცოლთან და ორ შვილთან ერთად გოდების კედლისკენ
სალოცავად მიდიოდა. ტერორისტს ემსხვერპლა შვიდი
შვილის მამა რაბი ნეჰემია ლავიც, რომელიც ბანითა–ბენეთების ოჯახის დახმარებას შეეცადა. კანონდამცავებმა დამნაშავის ნეიტრალიზება შეძლეს.
4 ქოტომბერი
იერუსალიმი: მოშე მალკა
(15) გოდების კედლისკენ მიმავალი დაჭრეს. ტერორისტი თავდაცვის ჯარებმა ადგილზე მოკლეს.
13 სექტემბერი
იერუსალიმი: ებრაული ახალი
წლის საღამოს ტერორისტმა ქვები დაუშინა მანქანას, რის შედეგადაც მძღოლი, ალექსანდრლევლოვიცი
გარდაიცვალა. პალესტინელი ახალგაზრდა კანონდამცავებმა დააკავეს.