პრემიერის განცხადება ბრიუსელის ტერაქტთან დაკავშირებით

პრემიერის განცხადება ბრიუსელის ტერაქტთან დაკავშირე

  •  
     

    პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ: 

    ​"ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებ. პარიზში, სან ბერნარდინოში, სტამბულში, სპილოს ძვლის სანაპიროზე, ახლა ბრიუსელში და იერუსალიმში გამუდმებული ტერაქტების სერია თითოეულ ჩვენგანზე თავდასხმაა.

    ტერორისტებს არ აქვთ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც შესაძლებელია. არ გეგონოთ, რომ თუ ბრიუსელს, სტამბულს, კალიფორნიას ან დასავლეთის სანაპიროს დავუთმობთ, ისინი დაკმაყოფილდებიან. მათი მიზანი ჩვენი განადგურება და სრული ძალაუფლების მოპოვებაა. მათი სურვილია, ჩვენ გავუჩინარდეთ! რა გითხრათ, მეგობრებო, ეს არასდროს მოხდება!

    ტერორისტთა დამარცხების ერთადერთი გზა გაერთიანება და ერთობლივი იბრძოლაა მათ წინააღმდეგ. პოლიტიკური ერთობითა და სუფთა მორალით დავამარცხებთ მათ. ვფიქრობ, ამ ორი კომპონენტის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით".