ნეთანიაჰუს განცხადება ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

ნეთანიაჰუს განცხადება ტერორისტულ აქტთან დაკავშირებ

  •    

    21 იანვარის დილას დანით შეიარაღებული პალესტინელი ტერორისტი ცენტრალურ თელ ავივში ავტობუსში შევარდა და მძღოლი და რამოდენიმე მგზავრი დაჭრა. სამართალდამცავებმა თავდამსხმელი დაჭრეს და დააპატიმრეს. ოთხი დაზარალებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 

  • icon_zoom.png
    Scene of terror attack on Tel Aviv bus Scene of terror attack on Tel Aviv bus : Reuters
     
     

    "ჰამასმა" ამ თავდასხმას "გმირული და გაბედული ქმედება" უწოდა.

    "ტერორისტული აქტი თელ ავივში პირდაპირი შედეგია იმ ზიზღის პოლიტიკისა, რომელსაც პალესტინის მთავრობა ებრაელებისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებს. იგივე ადამიანები ცდილობენ, დაგვაზარალონ პარიზში, ბრიუსელში და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, – განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, –  ეს აბუ მაზენის პარტნიორი "ჰამასის" ნამოქმედარია, იგივე "ჰამასისა", რომელიც ჰააგას სისხლის სამართლის სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას ცდილობს. ჩვენ კვლავინდებურად შევებრძოლებით ტერორიზმს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბების დღიდან გვესხმის თავს. ტერორისტებს ჩანაფიქრის განხორციელების უფლებას არ მივცემთ".​