სამშაბათს ისრაელის
პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ბელგიის მეფეს, ფილიპეს ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით
სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
"შოკირებულნი
ვართ ბრიუსელში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტით, რომელმაც უამრავი უდანაშაულო
ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბევრი კი დაშავებულია. ამ უმძიმეს დროს, გულითა და
გონებით ბელგიელი ხალხის გვერდით ვდგავართ. სამწუხაროა, რომ ჩვენთვის, ისრაელში ამგვარი
თავდასხმებით გამოწვეული უბედურება უცხო არ არის და კარგად ვიცით, რას გრძნობთ ახლა.
ტერორიზ
მი ტერორიზმია
და არ აქვს მნიშვნელობა, სად მოხდება ის, რიუსელში, პარიზში, სტამბულსა თუ იერუსალიმში.
ამ საშინელმა მოვლენამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვაჩვენა, რომ უნდა გავერთიანდეთ და
მედგრად შევებრძოლოთ მათ, ვინც აზრისა და მრწამსის თავისუფლების წართმევას ძალადობით
ცდილობს და ამდენი ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება".