ისრაელის პრეზიდენტის მიმართვა ებრაული თემებისადმი

ისრაელის პრეზიდენტის მიმართვა ებრაული თემებისადმი

  •    
    ბრწყინვალე დღესასწაულის დამდეგს, ისრაელის თითოეული მოქალაქის სახელით, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.​
  • icon_zoom.png
    President Reuven Rivlin President Reuven Rivlin : Office of the President Webcast
     
     

    ებრაულ ახალ წელმე, როშ ჰაშანამდე რამდენიმე დღით ადრე ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მსოფლიოს ებრაული თემის წარმომადგენლებს მიმართა.

    ებრაული კალენდარი მთვარის ფაზებზეა დაყრდნობილი და ებრაული ტრადიციის მიხედვით, მსოფლიოს დაწყების დღიდან იწყებს ათვლას. ამ კალენდრის მიხედვით, ახლა 5776 წელიწადია. წლეულს ახალი წელი 13 სექტემბერს საღამოს დაიწყება და მისი აღნიშვნა 15 სექტემბრამდე გასტანს.

    პრეზიდენტის სიტყვაში ხაზგასმულია, რომ "სხვადასხვა თემების წარმომადგენლებს შორის კავშირები უნდა გამყარდეს და უფრო მყარი ებრაული საზოგადოება ჩამოყალიბდეს, ჩვენი დები და ძმები, ისრაელის მეგობრები და მომხრეები ერთად უნდა ვიდგეთ".

    "ძვირფასო მეგობრებო,

    ბრწყინვალე დღესასწაულის დამდეგს, ისრაელის თითოეული მოქალაქის სახელით, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.

    ახალი წლის აღნიშვნასთან ერთად ჩვენს სულებში უნდა ჩავიხედოთ და ვილოცოთ. ტრადიცია გვასწავლის, რომ კაცობრიობა ღვთის წინაშე დგას და სწორედ ის განსჯის, როგორი ახალი წელი უნდა ჰქონდეს თითოეულ ჩვენგანს – კარგი თუ ცუდი. იომ ქიფურზე, უწმინდეს დღეს, დიდი რავინი იერუსალიმის ტაძარში წმინდათა წმინდა ადგილას შედიოდა და სამ ლოცვას წარმოთქვამდა –საკუთარ თავსა და ოჯახისათვის, თემისთვის და მხოლოდ შემდეგ ყველა ადამიანისთვის. უცნაურად და, შესაძლოა, არასწორად მოგეჩვენოთ, რომ უმაღლესი ღვთისმსახური ჯერ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის ლოცულობს და მხოლოდ შემდეგ სხვებისთვის, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკუთარ გზას ვადგავართ მყარად, შეგვიძლია, სხვების საჭიროება და სურვილები გავათვითცნობიეროთ სრულად. 
    ისრაელს უამრავი გამოწვევა აქვს როგორც ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც, იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური, თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ თითოეულ მათგანის დაძლევა შეგვიძლია და დავძლევთ კიდეც და ეს არაერთხელ გაგვიკეთებია კიდეც. თუმცა ამისათვის აუცილებელია, თემებს შორის არსებული კავშირები გავამყაროთ, გავაძლიეროთ ებრაული ერი. დები და ძმები, ისრაელის მეგობრები და მომხრეები ერთად უნდა ვიდგეთ.

    დიდი ღვთისმსახურის მსგავსად, იმედი მაქვს, რომ ახალ, 5776 წელს მყარად ვიდგებით ჩვენს მიერ არჩეულ გზაზე როგორც ინდივიდუელები, ხალხი და სრულიად ერი.

    დაე, სიცოცხლის წიგნში წლეულს ჩვენთვის ბედნიერება, ჯანმრთელობა და სიტკბო ჩაწერილიყოს!

    რუვენ რივლინი, 
    ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი

     
  • <iframe width="463" height="300" src="https://www.youtube.com/embed/RFMH7veypTw?rel=0?wmode=transparent" frameborder="0" allowfullscreen></iframe>