პალესტინური ტერორი
ისრაელელების წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული ტერორისტული აქტები
რადიკალური
ისლამისტებისა
და
ტერორისტული
ელემენტების
დამსახურებაა,
რომლებიც
ახალგაზრდა
პალესტინელებს
ებრაელების
მკვლელობისკენ
აქეზებენ.
პალესტინურ
მედიაში,
სკოლებსა
და
სოციალურ
ქსელებში
გაბატონებულ
ზიზღის
კულტურას
პალესტინელი
ლიდერების
განცხადებები
ემატება
და
შედეგად
უდანაშაულო
ადამიანების
მსხვერპლს
ვიღებთ
პალესტინის მაღალჩინოსნები, მათ შორის,
მაჰმუდ
აბასი,
ისლამურ
რიტორიკას
იყენებენ
და
ცრუ,
ღვარძლიან
განცხადებებს
აკეთებენ
ისრაელის
წინააღმდეგ,
ისრაელელთა
მკვლელებს
კი
გმირებად
მოიხსენიებენ.
მსგავსი
ქმედებები
ისედაც
რთულ
სიტუაციას
კიდევ
უფრო
ამძიმებს.
ასაფეთქებელი საშუალებებით, "მოლოტოვოს
კოქტეილებითა"
და
სხვა
იარაღით
აღჭურვილი
რადიკალი
ისლამისტები
ტაძრის
მთაზე
ადიან
და
ბილწავენ,
აზიანებენ,
სართხეს
უქმნიან
და
ბრძოლის
ველად
აქცევენ
წმინდა
ადგილებს.
მათ
ერთადერთი
მიზანი
ამოქმედებთ
– სტატუს
ქვოს
შეცვლა
და
ტაძრის
მთაზე
არამუსლიმების
არდაშვება.
ისრაელი
კი
მშვიდობის
აღდგენასა
და
ნებისმიერი
აღმსარებლობის
ადამიანების
გადაადგილების
თავისუფლების
დაცვას
ცდილობს.
ისრაელს
არასდროს
უცდია
სტატუს
ქვოს
შეცვლა
და
ნებისმიერი
განცხადება,
რომელიც
საწინააღმდეგოს
ამტკიცებს,
წმინდა
წყლის
სიცრუეა.
ამას გარდა, ისრაელი კვლავინდებურად აგრძელებს პალესტინის მაღალჩინოსნებთან პირდაპირი სამშვიდობო
მოლაპარაკებების
განახლების
მცდელობებს.
გთავაზობთ ჩამონათვალს იმ ტერორისტული თავდასხმებისა, რომლებიც ისრაელელების
წინააღმდეგ13
სექტემბრის
შემდეგ
დღემდე
განხორციელდა:
13 სექტემბერი
იერუსალიმი: ებრაული ახალი წლის საღამოს ტერორისტმა ქვები დაუშინა მანქანას, რის შედეგადაც მძღოლი, ალექსანდრ ლევლოვიცი გარდაიცვალა. პალესტინელი ახალგაზრდა
კანონდამცავებმა
დააკავეს.
3 ოქტომბერი
ნაბლუსისა და სამარიას მიმდებარე ტერიტორია: რაბი ეითამ ჰენკინი (31) და მისი მეუღლე
ნაამა
(30) ოთხ
მცირეწლოვან
შვილთან
ერთად
მგზავრობისას
მანქანიდან
გახსნილი
ცეცხლის
შედეგად
დაიღუპნენ.
თავდაცვის
ჯარებმა
"ჰამასის"
წევრები
დააკავეს.
იერუსალიმი: ლომის კარიბჭესთან მომხდარ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. აჰარონ ბანითა–ბენეთი (22) შაბათ საღამოს დანით სასიკვდილოდ დაჭრეს, როდესაც იგი ცოლთან და ორ შვილთან ერთად გოდების კედლისკენ სალოცავად მიდიოდა. ტერორისტს
ემსხვერპლა
შვიდი
შვილის
მამა
რაბი
ნეჰემია
ლავიც,
რომელიც
ბანითა–ბენეთების
ოჯახის
დახმარებას
შეეცადა. კანონდამცავებმა დამნაშავის ნეიტრალიზება
შეძლეს.
4 ქოტომბერი
იერუსალიმი: მოშე მალკა (15) გოდების კედლისკენ მიმავალი დაჭრეს. ტერორისტი თავდაცვის ჯარებმა ადგილზე მოკლეს.
7 ოქტომბერი
პეტახ ტიკვა: დანით შეიარაღებულმა პალესტინელმა ერთი ადამიანი
დაჭრა,
მაგრამ
მისი
შეჩერება
ადგილზე
მყოფმა
მოქალაქეებმა
მოახერხეს.
გუშ ეციონი, იუდეა, სამხრეთ იერუსალიმი: 38 წლის ქალბატონს, რომელიც მანქანით მგზავრობდა, არაბმა თავდამსხმელებმა ქვები დაუშინეს
და
მანქანიდან
გადმოთრევა
დაუპირეს,
მაგრამ
მან
დროულად
კარის
ჩაკეტვა
მოასწრო
და
ტერორისტებს
ხელიდან
დაუსხლტა.
იერუსალიმი: ძველ ქალაქში, ლომის კარიბჭესთან 18 წლის პალესტინელმა
გოგომ
36 წლის
ებრაელი
კაცი
დანით
დაჭრა,
თუმცა
ამ
უკანასკნელმა
ტერორისტის
ნეიტრალიზება
მოახერხა.
კირიათ გათი (თელ ავივის სამხრეთ–აღმოსავლეთი) – ტერორისტმა ისრაელელი ჯარისკაცი დანით დაჭრა, იარაღი აართვა და მიმდებარე ბინაში შეიჭრა, რომლის მფლობელიც ის–ისაა, ბრუნდებოდა სახლში. ქალმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია
და
ხელიდან
დაუსხლტა.
ტერორისტი
პოლიციელებმა
მოკლეს.
8 ოქტომბერი
თელ ავივი: პალესტინელმა ტერორისტმა ჯარში მომსახურე ქალბატონი და სამი მშვიდობიანი მოქალაქე დანით დაჭრა. მოგვიანებით თავდამსხმელი კანონდამცავებმა მოკლეს.
იერუსალიმი: დანით მძიმე ჭრილობა მიიღო 25 წლის იეშივას სტუდენტმა, ერთი მოქალაქე კი მსუბუქად დაშავდა. 19 წლის ტერორისტი დაკავებულია.
კირიათ არბა (ებრაული ქალაქი ჰევრონთან, სამხრეთ იერუსალიმი): დანით მძიმედ
დაიჭრა
ისრაელელი
მამაკაცი,
რომელიც
იერუსალიმის
საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
ტერორისტმა
მიმალვა
მოახერხა.
აფულა (გალილეის ქალაქი): ტერორსიტმა დანით დაჭრა ისრაელელი ჯარისკაცი. თავდამსხმელი დაკავებულია.