პრემიერის განცხადება ტერორიზმის ახალ ტალღაზე
-
-
10/9/2015
GovXShortDescription
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 8 ოქტომბერს, საღამოს
გამართულ პრეს კონფერენციაზე შემდეგი სიტყვა წარმოთქვა:
-
-
GovXContentSection
"დღეს ისრაელის მოქალაქეებისთვის მორიგი ურთულესი დღე იყო. ჩვენ ტერორიზმის
ახალი ტალღის წინაშე ვდგავართ. ზიზღით გაქეზებული ტერორისტები ჩვენს ხალხს ესხმიან
თავს – ჩვილებს, ბავშვებს, კაცებს ქალებს, მშვიდობიან მოსახლეობას და სამხედრო მოსამსახურეებს.
მთელი ერი გულით ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს. ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში
მომსწრენი გავხდით ჯარისკაცების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობისა
იერუსალიმში, კირიათ გათში, ჰევრონში, პეტაჰ ტიკვაში, თელ ავივში და ახლა აფულაში.
ისრაელები გმირულად, სრული მობილიზებითა და მიზანდასახულობით ცდილობენ ტერორისტების
განეიტრალებას. ამას განუმეორებელი მხნეობა სჭირდება და ვამაყოფთ, რომ სწორედ ისეთი
ქვეყნის ნაწილი ვართ, სადაც ასეთი მოქალაქეები ცხოვრობენ.
მინდა მოგმართოთ, ისრაელის მოქალაქენო!
ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ვცხოვრობთ, რომელიც რადიკალური ისლამის ალშია გახვეული და მისი
ენა ჩვენც გვწვდება. მაგრამ ისრაელი ძლიერი ქვეყანაა და ისრაელელები ძლიერი ერია. ჩვენ
ყველა ზომას ვიხმართ იმისათვის, რომ ტერორიზმი დავამარცხოთ და სიმშვიდე აღვადგინოთ
ქვეყანაში".
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-