ნეთანიაჰუ გერმანიის სს მინისტრს შეხვდა

პმ ნეთანიაჰუ გერმანიის სს მინისტრს შეხვდა

  •    
    პრემიერი ნეთანიაჰუ: "რეგიონის სტაბილურობისა და სამშვიდობო პროცესის უდიდესი საფრთხე დღესდღეობით ირანია".
  • icon_zoom.png
    PM Netanyahu meets with German Foreign Minister Dr. Frank-Walter Stenmeier PM Netanyahu meets with German Foreign Minister Dr. Frank-Walter Stenmeier : GPO/Kobi Gideon
     
     

    ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ:

     

    "დღეს ირანი უპრეცედენტო შეიარაღების პროცესშია. იგი იარაღის უმსხვილეს ინდუსტრიას ავითარებს, აწარმოებს საბრძოლო თვითმფრინავებს, ჭურვებს, ბომბებს, წყალქვეშა ნავებს და სატელიტებს. ამ შეიარაღების დიდ ნაწილს ირანი რეგიონში საკუთარ აგენტებს აწვდის, ისეთებს, როგორებიც ღაზას სექტორში მოქმედი გამასი და ლიბანსა და სირიაში გაბატონებული ჰეზბოლა არიან.

     

     

     რას აკეთებს დღესდღეობით ირანი, რომელსაც ჯერჯერობით ატომური იარაღი არ აქვს. რას გააკეთებს იგი მას შემდეგ,  რაც მომაკვდინებელი ბომბი ექნ

    ება?

     

    ვფირობ, აუცილებელია უკეთესი შეთანხმების მიღწევა და ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღ

    ება.

     

    ერთ–ერთი მიზანი ირანისთვის ატომური ბომბის შემუშავების ხელის შეშლა უნდა იყოს.

     

     

    ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პალესტინელებთან სამშვიდობო პროცესის შესახებ და ვფიქრობ, მშვიდობის მიღწევა მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით არის შესაძლეველი. სამწუხაროდ, პალესტინის წარმომადგენლები უარს ამბობენ ამაზე, თუმცა მწამს, რომ სიმშვიდე მხოლოდ ორი სახელმწიფოს შექმნის გზით მიიღწევა – პალესტინა უნდა განიარაღდეს და აღიაროს ებრაული სახელმწ

    ფო.

    ვიცი და დიდად ვაფასებ, რომ გერმანია ამ აზრს იზიარ

    ს.