პრემიერი ნეთანიაჰუ გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

პრემიერი ნეთანიაჰუ გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

  •    
    ნეთანიაჰუ: "პრეზიდენტ აბასს არ დაუგმია არც ერთი ტერორისტული აქტი ოცდაათი თავდასხმიდან, რომლებიც ბოლო თვის განმავლობაში განხორციელდა".

     

  • icon_zoom.png
    PM Netanyahu meets with UN Sec. Gen. Ban Ki-moon PM Netanyahu meets with UN Sec. Gen. Ban Ki-moon : GPO/Kobi Gideon
     
     

    20 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში გაეროს გენერალურ მდივანს, პან გიმუნს შეხვდა.

    "ისრაელისთვის ურთულეს პერიოდში გვესტუმრეთ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ისრაელელებს განზრახ არტყამდნენ მანქანებს, ესროდნენ, დანით ჭრიდნენ და აწამებდნენ. ამის მიზეზი უმთავრესად ისაა, რომ პრეზიდენტი აბასი "ისლამურ სახელმწიფოსა" და "ჰამასს" დაეთანხმა და აცხადებს, რომ ისრაელი ალაქსას მეჩეთს საფრთხეს უქმნის.

    ბატონო მდივანო, ეს სრული სიცრუეა.

    ისრაელი თავდადებით იცავს ყველა რელიგიისათვის წმინდა ადგილებს. ჩვენ ვინარჩუნებთ სტატუს ქვოს.

    ჩვენგან განსხვავებით, პალესტინელები სტატუს ქვოს არღვევენ. მათ ალაქსას მეჩეთში ასაფეთქებლები მიაქვთ, ეს კი სტატუს ქვოს პირდაპირი დარღვევაა.

    ისინი ცდილობენ, ებრაელებსა და ქრისტიანებს წმინდა მთაზე ასვლის ნება არ მისცენ. ეს სტატუს ქვოს დარღვევაა.

    დაბოლოს, ბატონო მდივანო, ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ UNESCO, რომ ებრაელებს გოდების კედელთან წარსული არ აკავშირებთ.

    სწორედ ზემოთხსენებული ფაქტორები უქმნის რეალურ საფრთხეს სტატუს ქვოს.

    მჯერა, რომ დროა, პალესტინური ტერორის ჭეშმარიტ მიზეზებზე ვისაუბროთ.

    ეს არ არის ებრაული დასახლებები.

    ეს არ არის სამშვიდობო პროცესი.

    ეს არის სურვილი, განადგურდეს სახელმწიფო ისრაელი. მორჩა და გათავდა!

    სამწუხაროდ, პრეზიდენტი აბასი ცეცხლზე ნავთს ასხამს.

    რამოდენიმე დღის წინ, 16 სექტემბერს მან განაცხადა, რომ "იერუსალიმში დაღვრილი სისხლის თითოეულ წვეთს" მიესალმება. ეს მისი სიტყვებია!

    პრეზიდენტ აბასს არ დაუგმია არც ერთი ტერორისტული აქტი ოცდაათი თავდასხმიდან, რომლებიც ბოლო თვის განმავლობაში განხორციელდა.

    იგი ტერორისტების გმირებად მოხსენიებას განაგრძობს.

    ტერორიზმის წინაშე მდგარი ქვეყანა ისრაელი კი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მსგავსად, საკუთარ მოქალაქეებს იცავს.

    არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ, რომ ჩვენი მხრიდან ძალების გადამეტებაზე საუბარიც ზედმეტია.

    ჰოდა, თუ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა, სისხლისღვრა და ძალადობა შეწყდეს, მან უნდა აღიაროს ისრაელის თავდაუზოგავი შრომა ტაძრის მთაზე სტატუს ქვოს შენარჩუნებისთვის და მხარი დაუჭიროს ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას. საერთაშორის საზოგადოებამ პრეზიდენტ აბასს საკუთარი სიტყვებისთვის პასუხი უნდა აგებინოს.

    ბატონო მდივანო, ამ საკითხებზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს".​

     
  • <iframe width="463" height="300" src="https://www.youtube.com/embed/IjMgyeEOdZ8?rel=0?wmode=transparent" frameborder="0" allowfullscreen></iframe>