9 მარტს ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა.
გთავაზობთ ამონარიდებს პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუს სიტყვიდან:
"ბატონო ვიცე პრეზიდენტო, ჯო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იერუსალიმში. მოგეხსენებათ, ბოლო
24 საათი
ისრაელისთვის
უაღრესად
მძიმე
იყო.
ხუთი
ტერორისტული
თავდასხმის
შედეგად
12 ადამიანი
დაშავდა,
ერთი
ამერიკელი
მოქალაქე,
ტეილორ
ფორსი
გარდაიცვალა.
ჯო, ძლიერ ვაფასებ თქვენი მხრიდან ტერორიზმის ხაზგასმულ გმობას. ამ თავდასხმებს არაფერი ამართლებს. თუმცა, სამწუხაროდ, პრეზიდენტი აბასი ტერორისტების დაგმობას არ ფიქრობს,
მეტიც,
მისმა
პარტია
"ფათახმა"
ამერიკელის
მკვლელი
გმირად
და
წამებულად
შერაცხა.
ეს არასწორია და ტერორიზმის ქება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან
მკაცრ
რეაგირებას
იმსახურებს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები
გადავდგით
პალესტინულ
ტერორიზმთან
ბრძოლაში
და
უფრო
მკაცრ
ზომებსაც
მივიღებთ
მომავალში.
მტკიცედ
მწამს,
რომ
ტერორიზმთან
ბრძოლაში
მთელი
ცივილიზებული
სამყარო
ერთად
უნდა
იდგეს.
და,
მიუხედავად
იმისა,
რომ
ისრაელის
გვერდით
არაერთი
ქვეყანა
დგას,
ამერიკის
შეერთებული
შტატები
კვლავინდებურად
ჩვენს
უპირველეს
პარტნიორად
რჩება.
ჩვენი
თანამშრომლობა
საერთო
ღირებულებებს,
საერთო
მტერთან
დაპირისპირებას
და
უსაფრთხო,
აყვავებული,
მშვიდობიანი
მომავლის
შენებას
ეფუძნება.
თქვენი ვიციტი ჩვენთან კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა უფრო მეტად გამყარდეს.