ისრაელი მეხუთე პრეზიდენტს გლოვობს

ისრაელი მეხუთე პრეზიდენტს გლოვობს

  •    

    7 ნოემბერს ისრაელმა უსაყვარლესი შვილი და ხალხის რჩეული, ისრაელის სახელმწიფოს მეხუთე პრეზიდენტი, იცხაკ ნავონი დაკარგა. 

  • icon_zoom.png
    Yitzhak Navon 1921-2015 Yitzhak Navon 1921-2015 : GPO
     
     

    პრეზიდენტობის პერიოდში იცხაკ ნავონი ჭეშმარიტად შემაკავშირებელი ხიდი იყო  ისრაელის ეთნიკურ ჯგუფებს, რელიგიურ და არარელიგიურ ისრაელელებს, სეფარდებსა და აშკენაზეებს, მემარცხენე და მემარჯვენე პარტიებსა და ებრაელებსა და არაბებს შორის.

    .


    The public pays its respects to the late President Navon
    Copyright: GPO/Kobi Gideon


    მისი პრეზიდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 1980 წელს ეგვიპტეში ვიზიტი იყო, რომელიც პრეზიდენტი ანვარ სადათის მოწვევით შედგა. ნავონმა მასპინძლები შესანიშნავი არაბული ენით განაცვიფრა და დაამსხვრია სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ ებრაელები და ისრაელელები რეგიონში "უცხო ელემენტები" იყვნენ. 


    Yitzhak Navon with Egyptian President Anwar Sadat
    Yit
    zhak Navon with Egyptian President Anwar Sadat
    Copyright: G
    PO


    იცხა

    კ ნავონი

    ისრაელის სახელმწიფოს მეხუთე პრეზიდენტი

    დაბადების თარითი: 9 აპრილი, 1921

    სა

    პრეზიდენტო ვადა: 1978-1983, ისრაელის სახელმწიფოს მეხუთე პრეზიდენტი.

    განათლება: დაასრულა ებრაული უნივერსიტეტის პედაგოგიური, ისლამური კულტურის, არაბული ენისა და ებრაული ლიტერატურის ფაკ

    ულტეტი.

    სხვა საჯარო პოზიციები: პრემიერ მინისტრის შტაბის უფროსი, განათლების მინისტრი, ქნესეთის წევრი და სიონისტური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე.

    იცხა

    კ ნავონი დაიბადა იერუსალიმში, ნისანის თვის პირველ რიცხვში 5681 წელს (1921), იერუსალიმის ძირძველ ოჯახში. მამამისი ესპანეთიდან გადმოხვეწილი ოჯახის შთამომავალი იყო, რომელიც იერუსალიმში თურქეთიდან 1670 წელს ჩავიდა; დედის, ჰანას მშობლები კი აღთქმულ მიწაზე 1884 წელს დასახლდნენ. 1963 წელს იცხაკ ნავონმა ფსიქოლოგი ოფირა ერეზი შეირთო ცოლად. წყვილს ორი შვილი შეეძინა. წლების განმავლობაში ნავონი საჯარო საქმიანობას, პოლიტიკურ აქტივობასა და მწერლობას ეწეოდა, რაც, უმთავრესად სეფარდი და მიზრახი ებრაელების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურებოდა. 1978 წელს იგი ისრაელის სახელმწიფოს მეხუთე პრეზიდენტად აირჩიეს. 1983 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ იგი საჯარო და პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა.

    საჯარო ს

    აქმიან

    ობა

    ამოუკიდებლობოსთვის ბრძოლის დროს ნავონი ჰაგანას არაბული დივიზიონის საინფორმაციო განყოფილებას ედგა სათავეში. ომის შემდეგ იგი ურუგვაისა და არგენტინაში ისრაელის დელეგაციის მეორე მდივნად მსახურობდა. 1951 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის, მოშე შარეთის მდივანი იყო, 1952 – 1963 წლებში კი პრემიერ მინისტრების, მოშე შარეთისა და დავიდ ბენ გურიონის შტაბის უფროსად მუშაობდა. 1963–1965 წლებში ნავონი განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

    1965–1978 წლებში იგი ქნესეთის წევრი გახდა – ჯერ რაფის პარტიის სახელით, მოგვიანებით კი ლეიბორისტურ პარტიაში გადავიდა. ქნესეთში ყოფნის პერიოდში იგი დროებითი სპიკერი, სპიკერის მოადგილე და საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ამას გარდა, სიონისტური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედაც მს

    ახურობდა.

    1978 წელს ნავონი ისრაელის სახელმწიფოს მეხუთე პრეზიდენტად აირჩიეს. პრეზიდენტობის პერიოდში იგი ბევრს მოგზაურობდა ქვეყანაში, სტუმრობდა ქალაქებს, სოფლებს, სასოფლო–სამეურნეო და ეთნიკური უმცირესობების დასახლებებს, რითაც მოსახლეობაში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. მისი პრეზიდენტობის ვადა დაძაბულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეთნიკურ პერიოდს დაემთხვა და ამავე პერიოდში დაიწყო პირველი ომი ლიბანთა

    ნ.

    პრეზიდენტობის დროს ნავონი თავდაუზოგავად შრომობდა ისრაელში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს, რელიგიურ თუ არარელიგიურ ებრაელებს შორის დამაკავშირებელი ხიდების გადებას.

    მის

    ი პრეზიდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 1980 წელს ეგვიპტეში ვიზიტი იყო, რომელიც პრეზიდენტი ანვარ სადათის მოწვევით შედგა. ნავონმა მასპინძლები შესანიშნავი არაბული ენით განაცვიფრა და დაამსხვრია სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ ებრაელები და ისრაელელები რეგიონში "უცხო ელემენტები" იყ

    ვნენ.

    1983 წელ

    ს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იგი პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდა და ქნესეთში ლეიბორისტული პარტიის წევრად, პრემიერ მინსიტრის მოადგილედ და განათლების მინისტრად მსახურობდა. განათლების მინისტრის რანგში მისი ინიციატივით "კულტურული კალათის" პროგრამა განხორციელდა, რომელიც არაბული ენის სწავლას, აღმოსავლეთ ებრაული მემკვირდეობის სწავლებასა და ებრაულ–არაბული თანაცხოვრების დემოკრატიული ღირებულებების ხაზგასმას ისახავდა მიზნად. ​