მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთი ქაოსში
იძირება, ისრაელის სამშვიდობო შეთანხმება ეგვიპტესა და იორდანიასთან სტაბილურობის საყრდეს
წარმოადგენს.
დყოფნას გამოვთქვამ, დაუყოვნებლივ
განვაახლო პირდაპირი მოლაპარაკებები პალესტინის ავტონომიასთან. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა
აბასმა გუშინ განაცხადა, რომ ამისათვის მზად არ არის. რა გაეწყობა, იმედია, გადაიფიქრებს,
რადგან პირადად, ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გეგმის ერთგული ვრჩები, რომლის თანახმადაც,
დემილიტარიზებული პალესტინა ებრაელი ხალხის სახელმწიფოს სცნ
ობს.
კარგად მოგეხსენებათ, რომ სამშვიდობო
პროცესი ორი ათეული წლის წინ დაიწყო და ექვსი პრემიერის, რაბინის, პერესის, ბარაქის,
შარონის, ოლმერტისა და ჩემი ძალისხმევის მიუხედავად, პალესტინელები კონფლიქტის დასრულებასა
და ისრაელთან მშვიდობის დამყარებას უარო
ბენ.
სამწუხაროდ, ამის დასტური თქვენ გუშინ
პრეზიდენტ აბასის გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოისმი
ნეთ.
პალესტინელები არ უნდა აქცევდნენ ზურგს მშვიდობას. პრეზიდენტო
აბას, ვიცი, რომ თქვენთვის ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის
მცდელობები უნდა განვაგრძოთ, ერთად უნდა განვაახლოთ მოლაპარაკებები და შევწყვიტოთ ფუჭი
საუბრები მოლაპარაკებების განახლებაზე. თუ ასე ვიმოქმედებთ, აუცილებლად შევძლებთ კონფლიქტის
დასრულებას, ერთმანეთის დამოუკიდებლობას ვცნობთ. ამრიგად, პალესტინა ახლო აღმოსავლეთში
ისლამური დიქტატურის კიდევ ერთ საყრდენად არ იქცევა და მშვიდობიანად იცხოვრებს ებრაულ
სახელმწიფოსთან. ჩვენ შეგვიძლია, ბედნიერი მომავალი უზრუნველვყოთ ჩვენი ერებისთვის.