ამონარიდი ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ
ნეთანიაჰუს სიტყვიდან, რომელიც მან ყოველკვირეული სამთავრობო შეხვედრის დროს
წარმოთქვა (კვირა, 21 ივნისი, 2015):
"მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი დანი
გონენის ოჯახს, რომელიც სამარცხვინო მკვლელმა იმსხვერპლა და ნათანელ ჰადადს სწრაფი
გამოჯანმრთელება ვუსურვო.
პალესტინელებთან შეთანხმების მიღწევა მხოლოდ პირდაპირი
მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი და ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან
დიქტატს ან იძულებას არ დავუშვებთ. ამ მოლაპარაკებებში აუცილებლად უნდა იყოს
გათვალისწინებული ჩვენი, ისრაელის ეროვნული ინტერესები, განსაკუთრებით კი –
უსაფრთხოება.
აშშ–ის
სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება ტერორიზმში ირანის ჩართულობის
შესახებ ყველასთვის გამოსაფხიზლებელი ზარი
უნდა იყოს.
ირანის ტერორისტული ქსელი ამჟამად 30 ქვეყანას მოიცავს. ეს ქვეყანა
პირდაპირ ან მისი მსახურის, "ჰიზბოლას" მეოხებით ყოველკვირეულად ტერორიზმის
ახალ ბუდეს ქმნის. ასე მაგალითად, ახლახან კვიპროსში ტერორისტების ბინა იქნა
აღმოჩენილი, საიდანაც დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ამოიღეს. ეს ათეული
შემთხვევებიდან ერთ–ერთია".