48 წელიწადი 242–ე რეზოლუციის შემდეგ

48 წელიწადი 242–ე რეზოლუციის შემდეგ

  •   არაბულ–ისრაელური სამშვიდობო პროცესის საძირკველი
  •    

    დოქტორი დორე გოლდი

    გენერალური დირექტორი, საგარეო საქმეთა სამინისტრო

    ახლა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სამშვიდობო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით უამრავი შემოთავაზება ისმის, დროა, ზუსტად გავიხსენოთ ისრაელის უფლებები დასავლეთის სანაპიროსთან დაკავშირებით პალესტინასთან არსებულ ტერიტორიულ უთანხმოებაზე.​ 

  •  
     

    სამშვიდობო პროცესში ეს უფლებები პირველად გაეროს ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან, 242–ე რეზოლუციაში გაჟღერდა. მიმდინარე თვე ამ რეზოლუციის იუბილეს აღნიშნავს. რეზოლუციის პროექტი 1967 წლის 7 ნოემბერს იქნა შეთავაზებული, იმავე წლის 22 ნოემბერს კი მისი საბოლოო ვარიანტი უსაფრთხოების საბჭოს 15 წევრის მიერ ერთპიროვნულად იქნა მიღებული. მას შემდეგ დაახლოებით, ორმოცდაათი წელიწადია გასული, თუმცა ეს რეზოლუცია მშვიდობის დამყარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად რჩება.

     

    242–ე რეზოლუციის მნიშვნელობის გაგება რამდენიმე ათეული წლის წინანდელი დიპლომატიის შესწავლა სულაც არაა. წლების განმავლობაში იგი მთელს სამშვიდობო პროცესს დაედო საფუძვლად და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. მაგალითად იგი იყო საფუძველი  1979 წლის ეგვიპტე ისრაელის სამშვიდობო შეთანხმების, 1991 წლის სამშვიდობო კონფერენციის, 1993 წლის ოსლოს ხელშეკრულების, 1994 წლის იორდანია–ისრაელის სამშვიდობო შეთანხმების და სირიასთან ჩარჩო ხელშეკრულებისა. 1973 წლის ჟენევის კონფერენციის დროს აშშ–მა ისრაელს წერილობით აღუთქვა, რომ მკაცრად შეეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ მხარეს, რომელიც 242–ე რეზოლუციის პირობების შელახვას გაბედავდა. ისრაელის დიპლომატია ყოველთვის იცავდა 242–ე რეზოლუციას, რომელსაც იგი ებრაული სახელმწიფოს მარგალიტად აღიქვამდა.

     

    242–ე რეზოლუცია ყველაზე მეტად "უკანდახევის მუხლით" არის ცნობილი, რომელიც არ აიძულებს ისრაელს 1967 წლის ომამდე არსებულ საზღვარზე უკანდახევას. საბჭოთა კავშირი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რეზოლუცია ისრაელის მხრიდან "ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლას" გულისხმობდა, აშშ და ბრიტანეთი კი მას ეწინააღმდეგებოდა და საბოლოო შეთანხმების ფრაზეოლოგიას მოიშველიებდა, რომელიც უსაფრთხოების საბჭოს 15 წევრის მიერ ერთპიროვნულად იყო მხარდაჭერილი და "ტერიტორიებიდან" უკანდახევას გულისხმობდა.

     

    აშშ და ბრიტანეთი აცხადებდა, რომ 1967 წლამდე სასაზღვრო ხაზი 1949 წლის ზავით იყო გათვალისწინებული და საბოლოო, საერთაშორისო საზღვარს არ წარმოადგენდა.

     

    "უკანდახევის მუხლის" ლინგვისტურ მხარეზე ბრძოლა გაეროში ბრიტანელი და ამერიკელი იურიდიული მრჩევლებით არ შემოიფარგლებოდა; ყველას კარგად ესმოდა, რომ ეს განსხვავებები უაღრესად მნიშვნელი იყო, ბრძოლამ ვაშინგტონისა და მოსკოვის გავლენიან ფოგურებამდე მიაღწია და პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონსა და პრემიერ მინისტრ მინისტრ ალექსეი კოსიგინს შორის პირდაპირი დიალოგის შედეგად მოგვარდა.

     

    პრემიერ მინისტრი ჰაროლდ უილსონის ხელმძღვანელობით, ბრიტანელებმა 242–ე რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი შეადგინეს. გაეროში ბრიტანეთის ელჩმა, ლორდ კარადონმა "უკანდახევის მუხლი" 1976 წლის ინტერვიუში განმარტა, რომელიც ჟურნალ "Palestine Studies"–ში გამოქვეყნდა.  

     

    "ჩვენ შეგვეძლო, ისრაელისთვის გვეთქვა, 1967 წლის სასაზღვრო ხაზს დაუბრუნდითო. მაგრამ 1967 წლის ხაზს კარგად ვიცნობ, საშინელი ადგილია, რომელიც მუდმივ საერთაშორისო საზღვრად არაფრად გამოდგება.  სწორედ აქ იდგნენ ჯარები 1948 წლის კონკრეტულ ღამეს. იგი სიტუაციის საჭიროებას ვერაფრით პასუხობს. ჩვენ რომ "ყველა ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანდახევა" გვეხსენებინა, 1967 წლის ხაზთან დაბრუნებას ვიგულისხმებდით და ეს შეცდომა იქნებოდა"

     

    რეზოლუციის თანახმად, ისრაელის უკანდახევა "უსაფრო და აღიარებულ საზღვარზე" უნდა მომხდარიყო.

     

    ლორდ კარადონის ამერიკელი კოლეგა ართურ გოლდბერგი წლების განმავლობაში სრულად ემხრობოდა ამ ინტერპრეტაციას. ასე მაგალითად, 1988 წელს მან განაცხადა:

     

    "რეზოლუციაში აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოსვლა, თუმცა ზუსტი მასშტაბი მითითებული არ არის".

     

    გოლდბერგი სამართლის სპეციალისტი იყო და გაეროში მისვლამდე ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში მსახურობდა.

     

    ამ ინტერპრეტაციას სხვებიც ემხრობოდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ჯოზეგ სისკო 1970 წელს NBC–ს გადაცემაში Meet the Press აღნიშნავდა.

     

    "რეზოლუცია [242] არ აკონკრეტებს, რომ უკანდახევა 5 ივნისის წინა პერიოდის ხაზზე უნდა მოხდეს".

     

    მოკლედ თუ ვიტყვით, 242–ე რეზოლუციის ინტერპრეტაცია სადავო საკითხი არ იყო. ისრაელს ჰქონდა უფლება, შეენარჩუნებინა დასავლაეთ სანაპიროს ნაწილი თავდასაცავი საზღვრის შენარჩუნების მიზნით.

     

    აღსანიშნავია, რომ 242–ე რეზოლუციის თანახმად, ამ ტერიტორიისთვის ისრაელს 1967 წლამდე მის საკუთრებაში მყოფი ტერიტორიის გადახდის ვალდებულება არ ჰქონდა. რეზოლუციაში მიწის გაცვლა არსად არ არის აღნიშნული. ასევე არ არის ნახსენები კორიდორი, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ღაზას სექტორთან დააკავშირებდა (ისევე, როგორც არ არსებობს კორიდორი კანადაზე გავლით აშშ–ისა და ალასკას დასაკავშირებლად). ეს ინოვაციები მოლაპარაკებების დროს 1990–იან წლებში გაჩნდა, თუმცა, რეზოლუციის თანახმად, ისრაელი ვალდებული არ არის, მათ დაეთანხმოს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აბა ებანი თავის მემუარებში აშშ–ისა და ბრიტანეთის მიერ ომის წინა სასაზღვრო ხაზის გადახედვისთვის მზაობის გამოთქმას ისრაელის დიპლომატიის "დიდ გამარჯვებად" აფასებდა.

     

    თუმცა, წლების განმავლობაში არაერთი ძალა ცდილობდა ისრაელის ეს მიღწევა გაენეიტრალებინა.  ზოგი დიპლომატი კამათობდა, რომ რეზოლუციის ფრანგულ ვერსიაში "ყველა ტერიტორია" იყო მოხსენიებული. მაგრამ სინამდვილეში, კენჭი 242–ე რეზოლუციის ინგლისურ ვერსიას ეყარა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 15 წევრიდან 10 ინგლისურენოვანი ქვეყანა იყო.

     

    242–ე რეზოლუციის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი ის იყო, რომ იგი არაფერს ამბობდა იერუსალიმზე. 1980 წელს "ნიუ იორკ თაიმზისთვის" მიწერილ წერილში ართურ გოლდბერგი აღნიშნავდა: "242–ე რეზოლუცია არაფერს ამბობს იერუსალიმის შესახებ და ეს გამოტოვება შემთხვევითი არ ყოფილა". იგი განმარტავდა, რომ იერუსალიმს "ოკუპირებულ ტერიტორიად" არასდროს მიიჩნევდა. გოლდბერგი ამ წერილით პასუხობდა კარტერის ადმინისტრაციას, რომელიც ისრაელს აღმოსავლეთ იერუსალიმში წარმოებული სამშენებლო სამუშაოებისთვის აკრიტიკებდა. გოლდბერგს სწამდა, რომ იერუსალიმის სტატუსი მოლაპარაკების საკითხი იყო, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ იერუსალიმი აღარასდროს უნდა გაყოფილიყო.

     

    იერუსალიმზე ისრაელის უფლებებთან დაკავშირებული გაურკვევლობის მიზეზი, ნაწილობრივ, თავად ისრაელი იყო. 1993 წლის ოსლოს შეთანხმებამ ოფიციალურად აღიარა, რომ იერუსალიმის საკითხი მოლაპარაკებების საგანი იყო, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავდა, რომ პრემიერ მინისტრი იცხაკ რაბინი იერუსალიმის ხელახალი გაყოფისთვის იყო მზად. მოლაპარაკების საგნად აღიარება ერთი იყო; უკანდახევა – მეორე. მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 1995 წლის 5 ოქტომბერს რაბინმა ქნესეთში გამოსვლისას განაცხადა: "ჩვენ არ დავუბრუნდებით 1967 წლის 4 ივნისის სასაზღვრო ხაზს". მან ასევე დასძინა, რომ ისრაელი "გაერთიანებულ იერუსალიმს" შეინარჩუნებდა.

     

    242–ე რეზოლუციაში გაწერილი უფლებების ჩამორთმევას ისრაელისთვის კვლავინდებურად ცდილობენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის კვარტეტმა ისრაელს შესთაბაზა, 1967 წლის სასაზღვრო ხაზზე დაბრუნება იმისათვის, რომ მუჰამედ აბასი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას დასთანხმებოდა. ეს სტრატეგია არაქმედითუნარიანი აღმოჩნდა და იგი 242–ე რეზოლუციას ეწინააღმდეგებოდა.

     

    საბოლოოდ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ წინაპირობის გარეშე მოლაპარაკებების განახლება მოახერხა. ახლა, როდესაც ისრაელი პალესტინელებთან უაღრესად სენსიტიურ მოლაპარაკებებშია ჩართული, უაღრესად მნიშვნელოვანია, მისი კანონიერი უფლებები გათვალისწინებული იყოს, განსაკუთრებით, ეს 242–ე რეზოლუციაში გაწერილ უფლებებს ეხება, რომლებიც იმ ქვეყნებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომლებმაც მის სასარგებლოდ მიცეს ხმა, მერე კი 1967 წლის სასაზღვრო ხაზთან ისრაელის უკანდახევა მოითხოვეს.​